x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ჭორფლიანი სახის მოვლის საიდუმლო
image არასოდეს გაიწმინდოთ დაჭორფლილი სახე ტუალეტის წყლით ან სპირტნარევი ლოსიონით. იმ შემთხვევაში, თუ მზის სხივებმა კანი გაგიღიზიანათ და წითლად დაგფოთლათ, მაწონი ან არაჟანი წაისვით. შეგიძლიათ სახის გასაწმენდად, გვირილის ან ჩაის ნაყენიც გამოიყენოთ.

როცა კანის მგრძნობელობა მომატებული გაქვთ, შინიდან გასვლის წინ მზისგან დამცავი კრემი წაისვით. თუ ჭორფლი მაინც ვერ მოიშორეთ, გულს ნუ გაიტეხთ - სახის კანი დღეში რამდენჯერმე მაწვნით, ლიმონის ან კიტრის წვენით გაიწმინდეთ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური მათეთრებელი კრემები, მაგრამ კრემს თუ ქუჩაში გასვლის წინ წაისვამთ, სახის კანი გაგიღიზიანდებათ და ჭორფლიც მოგიმრავლდებათ. მათეთრებელი კრემი, წინასწარ დაბანილ ან გაწმენდილ სახეზე თხელ ფენად უნდა გადაისვათ და ორი საათის შემდეგ ნოტიო ქსოვილით მოიშოროთ.

მათეთრებელი საშუალებების დამზადება თავადაც შეგიძლიათ:


1 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს დაუმატეთ 6%-იანი ძმარი და 2 ჩაის კოვზი ანადუღარი წყალი. თუ კანი მშრალი გაქვთ, ჩაუმატეთ 2 წვეთი გლიცერინი.

შესანიშნავ ეფექტს იძლევა აგრეთვე ოხრახუშის ნაყენი. წვრილად დაჭრილ ოხრახუშს დაასხით მდუღარე წყალი და გაგრილებამდე გააჩერეთ. ამ ნახარშით სახე დღეში 2 - ჯერ გაიწმინდეთ.image.


3
354
10-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
354
  
2013, 8 ივლისი, 17:48
ოხრახუშის ნაყენი სახეზე რამდენი ხნით უნდა გავიჩეროთ ?
2012, 27 დეკემბერი, 14:08
მერცხლის კვერცხივით უფრო:)
2012, 27 დეკემბერი, 13:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3