x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
საჭმელის შემადგენლობა
imageბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილების შესაბამისად რომ შევარჩიოთ საჭმელი, ამისათვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა ვიცოდეთ თითოეული საკვები პროდუქტის შემადგენლობა.

აუცილებელია რომ ბავშვის საკვები მდიდარი იყოს ყველა იმ ნივთიერებით, რომლებისგანაც შედგება თვით ადამინის ორგანიზმი, ე.ი. ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით და წყლით.

ცილა სხეულის ყოველი უჯრედის შემადგენელი ნაწილია. ის აუცილებელია ორგანიზმისათვის ახალი უჯრედებისა და ქსოვილების საშენად. ბავშვის კვების რაციონში აუცილებლად უნდა იქნეს შეტანილი ცილებით მდიდარი საჭმელი პროდუქტები. იმისათის, რომ ცილა კარგად გადამუშავდეს ორგანიზმის ქსოვილებსა და უჯრედებში, აუცილებელია არა მარტო ბავშვის ასაკთან შედარბით ცილოვან საჭმელთა რაოდენობის გადიდება, არამედ დაცული უნდა იქნეს აგრეთვე სწორი შეფარდება ცილებსა, ცხიმებსა და ნახშირწყლებს შორის.

სპეციალისტების დაკვირვებებიდან ჩანს, რომ საუკეთესო შედეგს იძლევა ისეთი შეფარდება, როდესაც 1გრამ ცილაზე მოდის 1გრამი ცხიმი და 2გრამი ნახშირწყალი. თუ ბავშვს ცხიმი ცილაზე ბევრად მეტი მიეცა, სწრაფად ქვეითდება როგორც დიდი რაოდენობის ცხიმის, ისე მცირე რაოდენობის ცილის შეწოვა კუჭნაწლავში.


საკვებ პროდუქტებში ცილის როგორც რაოდენობა, ისე ხარისხიც სხვადასხვანაირია.

ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში უფრო სრულფასოვანი ცილებია(რძე, ხორცი, კვერცხი, თევზი). ორგანიზმისათვის სასარგებლო ცილებია აგრეთვე კარტოფილში, კომბოსტოში, ჭინჭარში, ისპანახში და სხვა.

3წლის ასაკამდე ბავშვი განსაკუთრებით სწრაფად იზრდება და მის საჭმელში სრულფასოვანი ცილების რაოდენობა მეტი უნდა იყოს, ვიდრე უფროსი ასაკის ადამინის საჭმელში. მაგრამ საჭიროა ამ მხრივ არ გადავაჭარბოთ, თორემ ზედმეტი ცილების გადამუშავება გაუძნედება ბავშვის ორგანიზმს.

ცხიმებიც შეიძლება იყოს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის. რძე, ერბო, კარაქი, არაჟანი; ნაღები, თევზის ქონი, კვერცხის გულის ცხიმები უფრო სრულფასოვანია, ვიდრე მცენარეული წარმოშობის ცხიმები. გარდა ამისა, ზოგიერთი ცხოველური წარმოშობის ცხიმები მდიდარია ვიტამინებით, რასაც აუცილებლად საჭიროებს ბავშვის ორგანიზმი.

ნახშირწყლებს უპირველეს ყოვლისა მიეკუთვნება შაქარი და სახამებელი. საერთოდ კი ნახშირწყლებით განსაკუთრებით მდიდარია მცენარეული წარმოშობის პროდუქტები.

ბავშვის ორგანიზმი შაქარს უფრო ადვილად ინელებს, ვიდრე სახამებელს. თუ ცილები ორგანიზმისათვის საშენ მასალას წარმოდგენენ, ნახშირწყლები იძლევიან ენერგიას.

ერთიდან სამ წლამდე ბავშვი თითქმის განუწყვეტლივ მოძრაობაშია, მაშასადამე, დიდ ენერგიას ხარჯავს. ამიტომ ამ ასაკის ბავშვების კვების რაციონში საკმარისად უნდა იყოს ცხიმები და ნახშირწყლები.

სითბოს რაოდენობა, რომელსაც იძლევიან საკვები ნივთიერებანი ორგანიზმში წვის შედეგად, განსაზღვრავს ორგანიზმის მიერ დახარჯული ენერგიის აღდგენას.


0
594
1-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0