x
ღვთის შვილი
როცა ცხოვრება ზღვასავით ღელავს,

ცოდვის მორევში იწყებ ჩაძირვას,

უფალს მოუხმე, იესო გხედავს,

ის ხელს ჩაგჭიდებს და მოგცემს რჩევას.


ეჭვი გაფანტე, ნუ ხარ ნელთბილი,

თორემ ცხოვრება გაგიჩირდება;

დაიმახსოვრე რომ ხარ ღვთის შვილი,

და შენი თავი უფალს სჭირდება!

0
61
3-ს მოსწონს
ავტორი:აკო
აკო
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0