x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
თმა და სიმელოტის პრობლემები მამაკაცებში..

image<---კაცების უმეტესობა მელოტდება საფეთქელთან, თმის ცვენის შედეგად, როდესაც თმის ზოლი ვიწროვდება ორივე მხარეზე. 70 წლის მამაკაცთა 80%-ს სიმელოტის ნიშნები აქვთ, თუმცა ხშირად ეს პროცესი გაცილებით ადრე - 20 წლისას შეიმჩნევა.



თავზე თმა, დაახლოებით, თვეში 45 მმ-ით იზრდება. თუმცა ეს პროცესი ინდივიდუალურია. თავზე თმა გაცილებით გრძელია ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე. საშუალოდ, ადამიანი ყოველდღიურად 40-100 ღერ თმას კარგავს, მაგრამ მათ ადგილას მუდმივად იზრდება ახალი თმა, სხვა უფუნქციო თმის პარკის გააქტიურების შედეგად. როდესაც ბავშვები სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ და ზრდასრულობის ასაკში გადადიან, ორივე სქესის წარმომადგენელს იღლიებსა და სასქესო ორგანოების გარშემო, ჰორმონალური ცვლილებების შედეგად, თმა ამოსდით, ამის შემდეგ ბიჭებს სახეზე ეწყებათ თმის ამოსვლა და თანდათანობით თმა უჩნდებათ მკერდზეც, თმის ეს ტიპი ერთ-ერთი ჩვენი მეორადი სასქესო ნიშანია.
თმა კაცის სახეზე ბევრად უხეშია, ვიდრე თავზე. მამაკაცებს, რომლებიც უპირატესობას ელექტროსაპარსს ანიimageჭებენ საფრთხე
ემუქრებათ.პარსვისას მათ შეიძლება სახის კანი დაიზიანონ. ტრადიციული სამართებელი თმის ღეროს უფრო სუფთად ჭრის(მარჯვნივ), ხოლო ელექტროსაპარსი გლეჯს(მარცხნივ).

image




























სიმელოტე
კაცებისათვის სიმელოტე ჩვეულებრივი მოვლენაა. ქალებს ეს იშვიათად ემართებათ, თუმცა ქალის თმაც შეიძლება ძალიან გათხელდეს ასაკის მატებასთან ერთად. სიმელოტე მამაკაცებში მემკვიდრეობითია და დაკავშირებულია თმის პარკის მგრძნობელობასთან მამაკაცის სექსუალურ ჰორმონთან ანდროგენთან მიმართებაში. თმის პარკი აქტიური რჩება თუმცა წარმოქმნის რბილ პატარა ბუსუსებს.
ნებისმიერი ასაკის ადამიანს(ბავშვებსაც) შეიძლება ჰქონდეს თმის ცვენა, რასაც ალოპეცია ეწოდება. ეს ხშირად იწვევს პატარა ადგილებზე თმის გაცვენას, თუმცა მთლიანად გამელოტებაც შეიძლება მოხდეს. ცნობილია, რომ მუდმივად თმის შეკრულ მდგომარეობაში ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი ცვენა.
ზოგჯერ ავადმყოფობამ და სტრესმა შესაძლოა დროებით შეაჩეროს თმის ზრდა. ამის შედეგად, თმა ჩამოცვივდება და დროებით ადამიანი შესაძლოა გამელოტდეს.















0
696
2-ს მოსწონს
ავტორი:მეგუ
მეგუ
696
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0