x
"გრუ" თუ უბრალოდ დამთხვევა ?
"გრუ" თუ დამთხვევა?


პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დაგეგმილი იყო ნატოს ქვყნების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. ამ დროს არასერიოზული და არაადეკვატური ბრალდებით დააკავეს გენშტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე რის შემდეგაც პროკურატურა დაჟინებით მოითხოვდა გენერალი კალანდაძის დაპატიმრებას .


"გრუ" თუ დამთხვევა?


პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ინტენსიურად დაიწყო პარლამენტმა მუშაობა "პოლიტმატიმრების" სიაზე . ამ სიაში მოხვდნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილები .



"გრუ" თუ დამთხვევა?


ახალი ხელისუფლების პირობებში გააქტიურდა ძალადობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ასევე აქტიურად მიდის ზეწოლა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებზე, ზეწოლა მიდის მასმედიაზე. დაწყებული საზოგადოებრივი მაუწყებლით დამთავრებული "რუსთავი 2" -ის გენერალური დირექტორის დაპატიმრებით . ეს ყველეფარი აზიანებს კონსტიტუციის უზენაესობას და პირდაპირი შეტევაა დემოკრატიაზე !


"გრუ" თუ დამთხვევა?


პრემიერ მინისტრმა წამოწია ყარსი-ახალქალაქის თემა და მისი აზრით ეს ყველაფერი ცუდად აისახება ეკონომიკაზე.შეფარვით თუ ირიბად პრემიერი წინააღმდეგია ამ მშენებლობის, რაც ასევე რუსეთის ინტერესებშია, რადგან ამ მშენებლობის დასრულების შემდეგ საქართველო რუსეთის გვერდის ავლით დაუკავშირდება ევროპას ! რათქმაუნდა ეს რუსეთის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება !


"გრუ" თუ დამთხვევა?


ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური დევნა რა თქმა უნდა მიმართულია იმისკენ რომ ევროპამ და დასავლეთმა საქართველოს დემოკრატიულობაში სერიოზული ეჭვი შეიტანოს და ამით რა თქმა უნდა ნებსით თუ უნებლიეთ ატარებენ რუსეთის ინტერესებს . ეს ყველაფერი კი ხორციელდება სამართლიანობის აღდგენის ნიღბით . პოლიტიკურ დევნათ შეიძლება შეფასდეს ის რაც გაუკეთეს გუნავას . დაპატიმრებულია შსს ოცამდე მაღალჩინოსანი, დაკითხვაზე ერთი მეორეს მიყოლებით იბარებენ ყოფილ მინისტრებს და მათ მოადგილეებს.


"გრუ" თუ დამთხვევა?


ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე აბრუნებენ შევარდნაძისდროინდელ მინისტრებს თუ მაღალჩინოსნებს (ალბათ მათ არ ქონდათ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება ).


"გრუ" თუ დამთხვევა?


ფაქტია ქვეყანაში მძვინვარებს რელიგიურ უმცირესობის დევნა რაც აშკარად აისახება ჩვენს პარტნიორ ქვეყნების დამოკიდებულებაზე. ვფიქრობ არასწორი და სამარცხვინოა ის დამოკიდებულება რაც ამ ფაქტის მიმართ აქვთ ზოგიერთ მთავრობის წარმომადგენელს.


"გრუ" თუ დამთხვევა?


ღიად მიდის საუბარი რომ გაიხსნება რუსეთის ბაზარი მაგრამ რის ხარჯზე არავინ ამბობს. ამბობენ რომ რუსეთიდან წამოვიღებთ ელექტროენერგიას და გაზს რაც იქნება იაფი .. ვფიქრობ მაცდური წინადადებაა გაჭირვებული ერისთვის მაგრამ ამით ფაქტობრივად დავკარგავთ ენერგო დამოუკიდებლობას და რუსეთი თავისი ინტერესებიდან გამომდინარე imageყოველთვის გამოიყენებს ამ სიტუაციას ! ვფიქრობ უნდა დავფიქრდეთ რამდენად უღირს ქვეყანას ამ ნაბიჯის გადადგმა ისე კი აქაც რუსეთის ინტერესებს ვატარებთ ნებსით თუ უნებლიეთ.



პ.ს. აბსოლიტურად არ მაინტერესებს წინა ხელისუფლებაზე საუბარი და მათი შეცდომების გახსენება რაც უამრავი იყო ! ახლა მე მაინტერესებს დღევანდელი მთავრობა და მათი საქმიანობა. ამიტომაც ხდება ჩემი კრიტიკის ობიექტი დღევანდელი ხელისუფლება ! დროა უარი უთხრათ ძალადობას.

17
460
7-ს მოსწონს
ავტორი:ხაბე ხაბე
ხაბე ხაბე
460
  
2012, 24 დეკემბერი, 22:26
ნეიტრალიტეტი საერთოთ კარგია, მაგრამ არა საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, ასე რომ ნეიტრალური საქართველო ვერასდროს იქნება.
2012, 24 დეკემბერი, 21:05
100%იანი ხარ ) ჩენთან ერთი წვეთი ნავთობი გადმოვიდეს და ამერიკა ტერორისტებად მოგვნათლავენ , დემოკრატიულად მოაყუმარებენ ყველაფერს და კაი ბიზნესსაც გააკეთებენ )) ამდენს ვერ ხვდება ეგ ხალხი დაავადებული არიან "დემოკრატიაზე" :D
2012, 24 დეკემბერი, 15:13
კარგია.

არა იმიტომ, რომ ყველა პოზიციაში გეთანხმები, არამედ იმიტომ, რომ კრიტიკული დამოკიდებულება მთავრობის მოქმედებების მიმართ აუცილებელია. დღევანდელი პანეგირიკები მხოლოდ შეცდომების დაგროვებას შეუწყობს ხელს.

წარმატებები, მეგობარო.
2012, 24 დეკემბერი, 0:33
http://www.youtube.com/watch?v=cKbxcEHiDj0
2012, 23 დეკემბერი, 23:29
ქართველებისათვის ყველაზე კარგი პოზიცია ნეიტრალურია!
2012, 23 დეკემბერი, 23:27
აუ რეებს მიედ მოედები საერთოდ არ ხარ არაფრის აზრზე აფხაზეთი რომ ქართველებმა გაყიდეს ხომ ფაქტია! სააკაშვილი რომ გამოვდა და თურქები ჩვენი მოძმე ერი არისო ისტორიულადო ეს ხომ სისულელეა. მე არავის შეტენვას არ ვამბობ დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს ყველაფერი და რუსეთის ბაზარი მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის! ხოდა კიდე არავის საქმე არ არის საქართველოს შიდა საქმეები გინდ ამერიკელი იყოს და გინდ რუსი ყველა რომ ყოფს ცხვირს ვინ კითხავს გაეროს და ნატოს ვის დაიჭერენ საქართველოში? დასაჭერი უნდა დაიჭირონ და უნდა აგოს პასუხი დანაშაულზე! და რაც შეეხება გორის მოვლენებს შენ იქ არ ყოფილხარ და არ იცი იქ რა ხდებოდა ამერიკამ მსოფლიოს დაანახა რომ რუსეთი სისხლის მღვრელი და მოძალადე ერია. ტავად ამერიკა? სადაც შევიდნენ ყველგან ააწიოკეს და ყველა ქვეყანა დააქციეს აქ მიდის ტერიტორიებზე რესურსეზე ბრძოლა ამერიკასა და რუსეთს შორის! და საერთოდ ერთ ჭკვიანურ რამეს გეტყვი პოლიტიკა არ არის უბრალო ადამიანის საქმე ყველამ თავის საქმე აკეთოს!
2012, 23 დეკემბერი, 22:14
ასეთი მიამიტობა გაგონილა ??? საუკუნეებია რუსეთს არაფერი მოუცია ჩვენთვის , პირიქით წაგვართვა , ჩაქვხოცა, არაერთხელ გათელა ფეხქვეშ( რუსეთისჩექმის ქვეშ) ქართველი ხალხის ღირსება და უამრავჯერ მოგვირწყა ჩვენივე მიწა ჩვენივე თანამემამულეებით და ახლა გგონია რომ რუსეთი რამეს დაგვიბრუნებს ???? მართლა სასაცილოა !!! ხო აბა რაა რა ამერიკა და რა ევროპა ?? სწორდით ყველა საბჭითა კავშირისკენ ! გაუმარჯოს პუტინს ! პუტინშია ჩვენი ქვეყნის ხსნა სხვას ყველას ვკიდივართ !!! აბა რა ამხანაგებო დავირაზმოთ და უკანალში შევეტენოთ რუსებს მხოლოდ მათ სეუძლიათ ოკუპირებული ქონდეთ საქართველო , მხოლოდ მათ შეუძლიათ დაგვიხოცონ ახალგაზრდა ბიჭები ! ასე მალე დაგავიწყდათ 9 აპრილი ? ასე მალე დაგავიწყდათ რა დღე გვაყარეს აფხაზეთში ჩვენს მიწაზე 90 იან წლებში ?? ასე მალე დაგავიწყდათ 8 აგვისტო ??? აააა თუ ჩვენ დავიწყეთ ომი ჩვენ ტერიტორიაზე 2008 ში ??? აა ხოო უკაცრავად გაუმარჯოს რუსებს ! ძირს ევროპა და ამერიკაა !
2012, 23 დეკემბერი, 22:09
რომელი ინფორმაცია იყო გიორგი გადაუმოწმებელი ??? მე ჯურნალისტი არ ვარ და მითუმეტეს წაბილწული (აქ გადახარხარების სმაილი დაამშვენებდა) ბოდიში რომ საერთოდ ოცნებისგან განსხვავებული აზრი გვაქ ადამიანებს ამის მერე ვიკითხავთ ხოლმე ... შენი სუბიექტური აზრი ნუ გგონია რომ აპრიორია !!! რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ადამიანის შეხედულება ასეთი ტონი არ მიმაჩნია სწორად.. მე მაგალითად შენი დამოკიდებულება სასაცილოდაც არ მყოფნის და ამას იმიტომ გეუბნები რომ თავად ასე მკაცრად შეაფასე "ეს სისულელე " ....
2012, 23 დეკემბერი, 9:37
რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება აუცილებელია არც ამერიკა და არც ევროპა არ დაგვიბრუნებს ჩვენ ტერიტორიებს და სუ ფეხებზე კიდიათ მთელი ქართველი ერი!!! დღეს ყველას აინტერესებს ტერიტორია და რესურსი და რაც რუსეთმა წაიღო იმ ტერიტორიებს არ დათმობს სანამ მტერი ეყოლება ახლოს!
2012, 23 დეკემბერი, 6:12
ძალიან სასაცილოა ))))) ეს ვისი შედგენილია? უნდა გკითხო: ზუსტად გაქვს ყველა ინფორმაცია გადამოწმებული? მანიპულატორ-ინტრიგან ჯურნალისტზე წაბილწული ადამიანი არ არსებობს მეორე. ამ სისულელეს წაიკითხავს ბევრი გაუთვიცნობიერებული, დაბნეული საქართველოს მოქალაქე და ტაშს შემოცხებს აი თურმე მიშა გვაშენებდა და ეხლა ვინგრევითო))) მწარედ ვწუხვარ საქართველოში არსებული (უკვე უმცირესობაში მოქცეული) რბოს შემხედვარე, იმათზე ვლაპარაკობ ვინც არავითარ პირად ან საქმიან ინტერესში არის ნაცმოძ.-ს თან და მათში რამე ადამიანურს ძედავს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10