x
image
მაკუნა
Mediator image
რატომ არ უნდა დიდი ქორწილი ქეთა თოფურიას და რა უშლის ვარსვლავს ხელს ჯვრისწერაში?
image26 წლის ქეთა თოფურიამ ებრაელ მილიონერთან, 37 წლის ლევ გეიხმანს რამოდენიმე წლიანი სიყვარული ლოგიკურად დაასრულა და ცოლად გაჰყვა.

თუმცა მისი გრანდიოზული ქორწილის შესახებ აქამდე საზოგადოებას არაფერი სმენია. რატომ გადაწყვიტა მომღერალმა ვიწრო წრეში ამ ყველაფრის აღნიშვნა და რატომ ვერ იწერს ჯვარს ქართველი მომღერალი, ამაზე მან საკმაოდ ლოგიკური კომენტარი გააკეთა:


ქეთა თოფურია: image



"მინდოდა პატარა ქორწილის გადახდა, თუმცა არ გამოდის, ყველა ვარიანტში ვიღაცა ნაწყენი დარჩება. თუ გავაკეთებ, ძალიან დიდი ქორწილი უნდა გავაკეთო, რაც არ მინდა. რაც კი ჩემი დიდი დაბადების დღეები გადამიხდია, გამოცდილება მივიღე, რომ ამ დროს შენ უფრო ვერ ერთობი. ქორწინების ერთადერთი დაკანონება, რისიც მე მწამს, ეს არის რელიგიური, ანუ ჯვრისწერა. ჯვარს კი ვერ დავიწერ, რადგანაც მე მართლმადიდებელი ვარ, ხოლო ჩემი ბიჭი ებრაელია. ამიტომაც ერთი ხელის მოწერა დაგვრჩა და ამას ძალიან მარტივად სულ რამდენიმე წუთში გავაკეთებთ. ერთად ვცხოვრობთ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ".


image


1
2707
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
2707
  
2012, 27 დეკემბერი, 22:56
არადა ლამაზი გოგოა და ეს ტიპი რას გავს :/
0 1 1