x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
რომის კოლიზეუმი

როგორც ცნობილია, ძველი რომაელები სანახაობათა დიდი მოყვარულები იყვნენ. სწორედ სანახაობათა გასამართად რომში, ახ.წ.I ს-ში აიგო საგანგებო ნაგებობა კოლოსეუმი. მისი სახელწოდება ლათინურუ სიტყვიდან colosseus მომდინარეობს, რაც უზარმაზარ, კოლოსალურს ნიშნავს. და მართლაც, კოლოსეუმი რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამფითეატრი იყო, რომელიც 50 000 მაყურებელს იტევდა. ეს არის ელიფსური მოყვანილობის ნაგებობა, რომლის შუაგულში მდებარე არენის გარშემო 4 იარუსად განლაგებულია ადგილები მაყურებელთათვის. შესასვლელ-გასასვლელები აქ ისეა დაგეგმარებული, რომ უზარმაზარი ნაგებობა სულ რამდენიმე წუთში ივსებოდა მაყურებლით. კოლოსეუმის არენაზე იმართებოდა გლადიატორთა ბრძოლები, სიკვდილმისჯილთა შერკინებები გარეულ ცხოველებთამ და სხვა სასტიკი სახეობანი. კოლოსეუმის არენა ისე იყო მოწყობილი, რომ იგი იხსნებოდა, მის ქვეშ საგანგებოდ დამონტაჟებული წყლის მილების სისტემით აქ წყალი შემოდიოდა და არენა დიდ აუზად იქცეოდა, რომელშიც საბრძოლო ხომალდების შეჯიბრი იმართებოდა. ხშირად კოლოსეუმში გამართული სანახაობა რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა; მაყურებლები საკუთარი ბალიშებით მოდიოდნენ, რათა ქვის სკამებზე მოხერხებულად მოკალათებულიყვნენ და ასე შეექციათ თავი სანახაობათა ხილვით.image

5
7796
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:liverpool
liverpool
7796
  
2020, 10 თებერვალი, 19:59
ამაში გადაგიხადეს???
2020, 10 თებერვალი, 19:58
ნუბო იდიოტოოოო !!!!!!!!!!!!!!!!!
2020, 10 თებერვალი, 19:34
რა მაგარია მიყვარს თქვენი საიტი
2012, 18 დეკემბერი, 12:59
მადლობა.
2012, 18 დეკემბერი, 9:03
კარგი სტატიაა, მომეწონა. ყოჩაღ !
0 1 5