სხვა ვის ჰქონდა ქოლგის ტარების უფლება ძველად 2012, 15 დეკემბერი, 20:48 ქოლგის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება, თუმცა მას ასევე აქტიურად იყენებდნენ ასურეთში, სპარსეთსა და ეგვიპტეში.
უძველეს დროში, შორეულ აღმოსავლეთში ქოლგის გამოყენების უფლება მხოლოდ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ან მეფის სასახლის უმაღლესი თანამდებობის პირებს ჰქონდათ.
ცეილონში ქოლგის მაგივრობას პალმის ტოტები სწევდა. პალმის შტოებს ბამბუკის შტოებს უკეთებდნენ, რაც მზისგან დასაცავი ეფექტური საშუალება იყო.
ტომის ბელადს სპეციალურად ჰყავდა ქოლგის დამტარებელი მონა და თუ ბელადს მზის სხივი დაეცემოდა, შეიძლება ამისთვის მონა სიკვდილით უნდა დაესაჯათ.
წითელი და ყვითელი ფერის ქოლგა იმის მაჩვენებელი იყო, რომ მისი მფლობელი სამეფო გვარის წარმომადგნელი იყო, ხოლო ლურჯ ქოლგას ჩვეულებრივი ხალხი ატარებდა. 181 9-ს მოსწონს
|