x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ჯავშნიანი ავტომობილები

image

სიცოცხლე უდიდეს ფასეულობას წარმოადგენს. მხოლოდ ცოცხალს სჭირდება ფული, დიდება და აღიარება...ამოტომაცაა, რომ ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ ამ უძვირფასესი განძის ყველა შესაძლო ხერხით დაცვას. მეომრები სხვადასხვა სახის აბჯარს, ჯაჭვის პერანგებსა და სხვა ამუნიციას ატარებდნენ, რაც მათ ბრძოლის დროს იცავდა. მოგვიანებით, ბორბლებიანი ტრანსპორტის გამოჩენასთან ერთად, საჭირო გახდა მისი და მაში მსხდომო ადამიანების დაცვაც.
მე-19 საუკუნეში ჯავშნიანი ეტლებიც არსებობდა. ერთ-ერთი ასეთი ეტლი რუსეთის იმპერატორს, ალექსანდრე II-ს ეკუთნოდა, რომლმაც ამგვარ ხერხს მასზე განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის შემდეგ მიმართა. უსაფრთხოების მიზნით იმპერატორის ეტლს ქვევიდან ლითონის ფირფიტა ჰქონდა მიკრული.
1811 წლის 1 მარტს, ალექსანდრეზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის დროს ეტლმა მის ქვეშ ნიკოლაი რისაკოვის მიერ შეგდებული ყუმბარის აფეთქებასაც კი გაუძლო. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, თავად რუსეთის მონარქმა კი მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო, თუმცა ტერორისტებმა მეფეს მეორე ბომბიც ესროლეს. დაცვის უყურადღებობისა და დაბნეულობის გამო ამ ჯერზე იმპერატორი მძიმედ დაიჭრა და 8 საათის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ალექსანდრე II პირველად "ბრონირებულმა" ეტლმა იხსნა. უშუალოდ ავტომობილების დაჯავშნის ისტორიის დასაწყისიც კიდევ ერთი მონარქის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტულ აქტს უკავშირდება, ოღონდ ის ამჯერად ავტომობილით გადაადგილდებოდა. 1914 წელს ჰერცოგ ფერდინანდის მისამართით ნასროლი ტყვია სასიკვდილო აღმოჩნდა მისთვის. ეს გახმაურებული მკვლელობა პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდა, სწორედ ამ ომის დროს დაიწყეს დაჯავშნილი ტექნიკის საბრძოლო მოქმედებების დროს გამოყენება, თუმცა ეს მხოლოდ დაჯავშნილი საბრძოლო ავტომობილები გახლდათ.
imageმოგვიანებით მსუბუქი ავტომობილების ჯერიც დადგა. ამ საქმის პიონერები ქვეყნის პირველი პირები სულაც არ ყოფილან. ერთ-ერთი პირველი ჯავშნიანი ავტომობილი სახელგანთქმული ამერიკელი განგსტერის, ალ კაპონეს დაკვეთით დაამზადეს 1928 წელს 16 - ცილინდრიანი "კადილაკის" ბაზაზე. ამერიკელი კრიმინალის მანქანა 6, 3 -მილიმეტრიანი ლითონიოს ფირფიტებით იყო აღჭურვილი, ასევე დაჯავშნილი მინებში პატარა სარკმლები იყო დატანებული იმ შემთხვევისთვის, თუ თავდასხმელებისთვის საპასუხო ცეცხლის გახსნა გახდებოდა საჭირო. გათვალისწინებული იყო კვამლის საფარიც, მდევრისგან თავის დასაღწევად. მთლიანობაში ავტომობილი 3, 5 ტონას იწონიდა. საინტერესოა, რომ აღნიშნულმა მანქანამ ჩვენ დრომდე მოაღწია და დღეს ის ამერიკის ერთ-ერთი მუზეუმის ექსპონატი გახლავთ.imageდამნაშავეებს ესტაფეტა იმ ადამიანებმა ჩამოართვეს, რომელთა უშუალოდ მოვალეობას სწორედ განგსტერებთან ბრძოლა წარმოადგენდა. ერთ-ერთი პირველიჯავშანავტომობილი "მერსედეს ბენცმა" იაპონიის იმპერატორის, ჰიროჰიტოს დაკვეთიტ დაამზადა, ამ მარკის ავტომობილებს შორის ველაზე ძვირად ღირებული მოდელის, "770 K"-ს ბაზაზე. ავტომობილს "კაპოტზე" ემბლემის სახით ტრადიციული სამქიმიანი ვარსკვლავის ნაცვლად ქრიზანთემა ქონდა მიმიაგრებული. მოგვიანებით ასეთი ტყვიაგაუმტარი ავტომობილებით თითქმის ყველა ბელადმა თუ ქვეყნის მართველმა შეავსო თავისი ავტოპარკი.საინტერესოა, რომ მწარმოებელსა და დამკვეთებს შორის პირველი უთანხმოებები პირველი ავტომობილის შექმნისთანავე წარმოიშვა - ხშირ შემთხვევავში დამკვეთის ექსტრევაგანტური ახირება უსაფრთხოების ნორმებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ როგორც იტყვიან, "ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს."
imageასე მაგალითად, ადოლფ ჰიტლერის დაკვეთით დამზადდა ჯავშნიანი "მერსედეს ბენც 770 K", რომელიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, კაბრიოლეტი გალდათ, ფიურერი მას მრავალრიცხოვან აღლუმებზე იყენებდა, ამიტომაც მანქანა პატარა სკამითაც იყო აღჭურვილი, რომლის წყალობით ნაცისტების ტანდაბალი ბელადი უფრო ახოვანი ჩანდა.
საბჭოთა ბელადს, ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვს, იგივე ლენინს ჯავშნიანი ავტომობილი არ ყოლია, მისი ერთადერთი მცველი ნაგანით შეიარაღებული მძღოლი გახლდათ. ამ ფაქტის გამო ერთხელ ალბათ მწარედ ინანა კიდეც: 1919 წელს, პროლეტარული წარმომავლობის ადამიანმა, გვარად კოშელკოვმა ძალის გამოყენებით პროლეტატრიატის ბელადიც ჩამოსვა, მისი მძღოლიც და უცნობი მიმართულებით გაუჩინარდა. მოგვიანებით დამნაშავეც აღმოაჩინეს და ავტომობილიც. სასამართლოზე დაკავებული დაკავებული ცხარე ცრემლით ტიროდა, პატიებას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ლენინი ვერ იცნო.
სტალინის შავი კადილაკი
ლენინის მემკვიდრეს, იოსებ ბესარიონის ძე სტალინს წიმნამორბედის შეცდომა აღარ დაუშვია - ბელადი მხოლოს ძვირად ღირებული და მაქსიმალურად უსაფრთხო ავტომობილებით გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი პირველი ჯავშანავტომობილი სტალინს ფრეკლიბ რუზველტამა უსახსოვრა 1936 წლის დეკემბერში. ბელადი საჩუქრით მოიხიბლა, ერთადერთი რაც მას არ მოეწონა, ფერი გალდათ, რის გამოც მოგვიანებით თეთრი ფერის "კადილაკი" შავად გადაღებეს. ავტომანქანა კალიფორნიაში "დარჰემის" ქარხანაში აღიჭურვა თყვიაგაუმტარი დეტალებით. 1939 წელს სტალინის კადილაკი მისივე სახელობის ავტოქარხანაში გააუმჯობესეს და დამატებით 7-სანტიმეტრიანი ფოლადის ფირფიტებით ღჭურვეს. მართალია, ავტომობილი უფრო დამძიმდა და შენელდა, მაგრამ მისის საიმედოობა ერთიორად გაიზარდა.
დღეისათვის ჯავშნიანი ავტომობილის ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდი საფრთხე ემუქრება მის მფლობელს. მაგალითისთვის რომის პაპის და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უმცროსის მანქანები შვადაროთ.
რომის პაპის მანქანა გაბსაკუთრებული აღწურვილობით არ გამოირჩევა, მფლობელისთვის მაქსიმალურად კომფორტულად გადაადგილების საშუალებას უზრუნველყოფს და სერიული "ლანჩიას" ბაზაზეა დამზადებული.
ჯორჯ ბუშის შემთხვევაში კი სულ სხვა სიტუაციაა - მისი ავტომობილის შესახებ ზუსტად ვერც ვიტყვით, თუ რომელი შასის ბაზაზეა ის აწყობილი, მაგრამ ის კი ნაღდია, რომ ძარად მისმა შემქმნელებმა "კადილაკ დევილი" გამოიყენეს. ბუშის ავტოს აქამდეარნახული სისქის 12-სანტიმეტრიანი მინები აქვს, ამ მიზეზით სიჩქარე მინა თითქმის აბსულიტურად ბრტყელია დათვალთა ხედვაც შეზღუდული, თუმცა ასეთ მანქანებში ეს დეტალი სულაც არ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ისინი ხომ ყოველთვის კორტეჟთან ერთად გადადგილდებიან სპეციალურად მათთვის გამოყოფილ კორიდორებში.
ტყვიაგაუმტარი, პრესტიჟული და ძლიან ძვირი
დაჯავშნილი ავტომობილების მწარმოებელი ორ ნაწილად იყოფა - დიდ ავტოკონცერნების სპეციალური განყოფილებები და კერძო კომპანიები, რომლებიც სერიული ავტომობილების უსაფრთხოების დამატებითი ელემენთებითა და სპეციალური მოწყობილობების აღჭურვით არინა დაკავებული.
ქარხნული წესით დამზადებული დაჯავშნილი ავტომანქნები მაღალი ხარისხითა და მაღალი ფასით გამოიჩევიან, კერძო კომპანიების მიერ აღჭურვილი ავტომანქანებს კი შედარებით დაბალი ფასი აქვთ და ხარისხით ქარხნულ ანლოგიებს ვერ შეედრებიან.

4
198
17-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
198
  
2012, 15 დეკემბერი, 14:46
მადლობა!!!
2012, 15 დეკემბერი, 14:44
მაგარია : )) ყოჩაღ! : )
2012, 15 დეკემბერი, 14:33
მადლობა გაიხარეთ!
2012, 15 დეკემბერი, 14:31
ბატონო ბესო, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო სტატიაა!
0 1 4