x
image
TaFLiKa
კაცობრიობის დასასრული მოახლოვდა

imageimage

ყველაფერი ფილმით დაიწყო… როლანდ ემერიჰის ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი ($ 260 000 000) ბლოკბასტერი “2012″ სამყაროს აღსასრულზეა.


მაყურებელი ნამდვილად დააფიქრა ამ ფილმმა, არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში, ხალხმა დაიწყო საუბარი 2012 წლის აპოკალიფსზე.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ფილმი და აქვს თუ არა შიშის საფუძველი საზოგადოებას?

მართლმადიდებელი სამყაროსთვის მითს 2012 წლის შესახებ არანაირი დატვირთვა არ აქვს.image



საინტერესოა, რას ფიქრობენ მეცნიერები: მაგალითად, ნასას (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამართველო აშშ-ში) მეცნიერები ამბობენ, რომ 2012 წლის 21 დეკემბერი ქვეყნის აღსასრულის დღე არ იქნება. მითი ქვეყნის აღსასრულის შესახებ იწყება მოჩვენებითი პლანეტით, რომელიც მოემართება დედამიწისკენ ანუ მოხდება შეჯახება. ეს კატასტროფა ჯერ კიდევ 2003 წლის მაისში იყო ნავარაუდები; 2003 წელს, ფაქტია, არაფერი არ მომხდარა, დღეს კი ეს თარიღი 2012 წლისთვის გადადეს და რატომღაც მაიას ტომს დაუკავშირეს, უფრო კონკრეტულად, მაიას ტომის კალენდარს და თქვეს, რომ ის სწორედ 2012 წლის 21 დეკემბერს მთავრდება.

რაც შეეხება ამ ტომის კალენდარს, ის 2012 წლის 21 დეკემბერს არ მთავრდება. თუ ჩვეულებრივი კალენდარი 31 დეკემბერს სრულდება და იწყება ახალი წელი, მაიას ტომის ერთ-ერთი კალენდარი 2012 წლის 21 დეკემბერს სრულდება და იწყება ახალი პერიოდი. ეს არის პერიოდი, როდესაც უდიდესი ციკლი მაიას კალენდარში 5, 127, 35 წელი სრულდება და იწყება ახალი ციკლი. იდეა ამ თარიღის შესახებ, სულაც არ გულისხმობს ქვეყნის აღსასრულს, პირიქით, ეს მათთვის ახალი პერიოდი, ახალი დღეა. ამის შესახებ ვრცლად წერს ენტონი ავენი, რომელიც ავტორია წიგნისა “The Maya Mystery of 2012″.
image


ამ ფაქტს უარყოფს სხვა ბევრი მეცნიერიც, შეუძლებელია მაიას ტომს ეს სცოდნოდა, არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა და ცოდნა გაიგონ საერთოდ ფიქრობდნენ თუ არა ქვეყნის აღსასრულზე, ეს კომენტარი მაიას ტომის მკვლევარმა, არქეოლოგმა და ასტრონომმა "Susan Milbrath"-მა გააკეთა, ერთ-ერთ უცხოურ გამოცემაში.

ყველაზე საინტერესოა ვინმე ბატონი პიქსტუნის კომენტარი, რომელიც მაიას ტომის უხუცესი შთამომავალია, ის ამტკიცებს, რომ 2012 წელი მაის ტომის კალენდრის მიხედვით არ არის ქვეყნის აღსასრულის თარიღი.



7
793
7-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
793
  
2012, 24 დეკემბერი, 13:29
კაი კაი კაი ოღონდ ცოტა გვერდზე გადი :D:D:D
2012, 20 დეკემბერი, 23:52
:D სასვენი ნიშანი რომ მთელ წინადადების აზრს ცვლის ეგ ვიცი:P ))
2012, 20 დეკემბერი, 23:47
მეგრელური იქნება...სატაურს პატარა კიტხვის ნიშანი და წესები დაცული იქნება :D:D:D
2012, 20 დეკემბერი, 22:33
აბა რო დავაწერო სათაური "ივანიშვილი და სააკაშვილი დაქორწილდნენ" და ტექსტში დავწერო არ დაქორწილებულან მეთქი კაი იქნება ხო?)
2012, 20 დეკემბერი, 21:23
რა სიბოროტეაა :D
2012, 19 დეკემბერი, 22:19
არააფერი მოხდებაა!!!
2012, 15 დეკემბერი, 12:31
სათაური - კაცობრიობის დასასრული მოახლოვდა
ტექსტში - იდეა ამ თარიღის შესახებ, სულაც არ გულისხმობს ქვეყნის აღსასრულს, პირიქით, ეს მათთვის ახალი პერიოდი, ახალი დღეა.
ტექსტში - ამ ფაქტს უარყოფს სხვა ბევრი მეცნიერიც
ტექსტში - ის ამტკიცებს, რომ 2012 წელი მაის ტომის კალენდრის მიხედვით არ არის ქვეყნის აღსასრულის თარიღი.


ძვირფასო TaFLiKa სათაური გაქვს კაცობრიობის დასასრული მოახლოვდაო და ტექსტით გვარწმუნებ არანაირი დასასრული არააო ))) დიდზე დიდი "დისლაიქი" ჩემსგან ))
0 1 7