x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134629
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
ბრაზილიის კარნავალი

imageრიო-დე-ჟანეიროს კარნავალის ისტორია 1928 წლიდან იწყება. ზეიმი შაბათ დღეს ტარდება და ის აღდგომამდე 7 კვირით ადრე ეწყობა.
ტრადიციის თანახმად, რიოში, საღამოს 7 საათზე, ქალაქის მერი კარნავალის მეფეს მმართველობას 4 დღით გადასცემს. ამ დღეებში კარნავალი ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში ტარდება. რიოს გარდა, თავის მასშტაბითა და გრანდიოზულობით ცნობილია სან-პაულუს, სალვადორის, რესიფისა და ფორტალეზას კარნავალები.
image
კარნავალი- ეს სამბის საუკეთესო სკოლების შეჯიბრია, რომელშიც მონაწილეობას თითოეულიდან 2000-დან 5000-მდე ადამიანი ღებულობს.ისინი მაყურებლებს ბრაზილიაზე დადგმულ სიუჟეტს უჩვენებენ, რომლის ხანგრძლივობაც 1, 5 სთ-მდეა. ჟიური კონკურსანტებს სხვადასხვა პარამეტრებით აფასებს. მათ შორის: გამოსვლის ჰარმონიულობით, საკარნავალო პლატფორმით, თემის აქტუალობით და სხვა.
რიოს კარნავალზე დასასწრები vip ბილეთის ღირებულება საშუალოდ 1500$ შეადგენს. საფასურში შედის კვება, დაცვა, საკარნავალო ფორმა და ა.შ.


გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია რიოს კარნავალის გამარჯვებულის, სამბის სკოლის ცეკვა:

0
236
6-ს მოსწონს
ავტორი:FABIO
FABIO
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0