x
image
jango
გიორგი ფოჩხუა შეკვეთით მოკლეს?

imageახალგაზრდა მსახიობის და რეჟისორის, გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით, მოკლულის და, მომღერალი ელენე ფოჩხუა სამართალდამცავებს მიმართავს. მომღერალი გიორგი ფოჩხუა ფოტოაპარატის გამო არ მოუკლავთ. უფრო სწორად, მის სიკვდილს სხვა სარჩული აქვს. მგონი, ყველამ იცის, რომ მისთვის ბოროტმოქმედს ფოტოაპარატის წართმევა უნდოდა, რომლის საშუალებითაც მომღერალმა პრეზიდენტის ანაკლიაში ვოიაჟის ფოტოები დააფიქსირა. სწორედ იმ ფოტოების გასანადგურებლად იყო მიმართული გიორგი ფოჩხუაზე იერიში, რასაც მომღერლის სიცოცხლე შეეწირა. თუმცა, მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, იმედია, ახლა მაინც ჩატარდება ობიექტური გამოძიება. 26 წლის გიორგი ფოჩხუას გვამი 2012 წლის 14 ივლისს ანაკლიაში ზღვამ გამორიყა. ექსპერტიზამ სხეულზე საშინელი წამების კვალი აღმოაჩინა, რამაც დაადასტურა, რომ გიორგი მოკლული იყო. პოლიციამ მალევე დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია. ცობეხიას ადვოკატი ბაჩუკი ყურაშვილი ადასტურებს, რომ მისმა დაცვისქვეშ მყოფმა ფოჩხუა სცემა და წყალში ჩააგდო. გიორგი წყლიდან ამოსვლას ლამობდა, მაგრამ ბექა აღარ დახმარებია. ფოჩხუების ადვოკატი ლონდა შამუგია ამბობს, რომ ელენე ფოჩხუამ ზემოთ აღნიშნული განცხადებები მასთან შეუთანხმებლად გააკეთა, თუმცა გამოძიებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები მასაც თავიდანვე გაუჩნდა: – ის, რომამ ბიჭმა გიორგი უმიზეზოდ მოკლა, თავიდანვე ეჭვს იწვევდა. დანაშაული დაკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში.

0
408
4-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0