x
image
ზანგო
მთის არწივი

imageსაქართველოში გავრცელებულია მთის არწივი, ის ჩვენი ბუნების სიამაყეა, არ მოიძებნება ადამიანი, ვინც არ მოხიბლულა მისი ამაყი და შიშისმომგვრელი შესახედაობით.
ჩვენი ბუნების მგოსანს- ვაჟას- არწივი ძალიან ყვარებია. ფრინველთა მეფე პოეტს ძალას, ენერგიას და ბრძოლის ჟინს
მატებდა. ერთ-ერთ თავის ლექსში მგოსანი ამბობს:
„ნუცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავს ლომისა!
ნუმც მინახია არწივი შნო აღარ ჰქონდეს ომისა!
ლომს ტახტი უდგა მხეცებში, არწივს-ფრინველთა შორისა."
მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ნადირობის დროს თავად დაუჭრია არწივი და მისი წვალებისთვის რომ უცქერია, შებრალებია.
საქართველოში გვხვდება არწივის 6 სახეობა: მცირე არწივი, მყივანი არწივი, ბეგობის არწივი, ველის არწივი.
წარსულში მთის არწივი ცნობილი იყო როგორც დამჭერი ფრინველი. უმთავრესად შუა აზიაში, არწივებით კურდღლებზე და მელიებზე ნადირობდნენ.imageსაერთო დახასიათება:
არწივის სხეულის წონა 6 კგ-მდეა (მთის არწივი), ფრთების შლილი 2 - 2, 5 მ-მდე. მამალი და დედალი ერთნაირი შეფერილობისაა. ცნობილია 12 სწახეობა. გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობს ტყეებში, ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, მთამაღალზე. ბუდეს იკეთებს ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. იკვებებიან პატარა და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, ზოგჯერ მძორითაც. ყველა არწივი სასარგებლოა, ვინაიდან ანადგურებს მავნე მღრღნელებს, მაგრამ მთის არწივის ნადავლს ძირითადად საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველ-ფრინველი შეადგენს. ის ნადირობს შურთხზე, როჭოზე, კაკაბზე, გნოლზე, კურდღელზე, მელაზ. იტაცებს ბატკნებს. ჯიხვის, არჩვის, ნიამორის თიკნებს: ზოგჯერ მოზრდილ ცხოველებსაც ესხმის თავს. განსაკუთრებით ემტერება გადამფრენ ფრინველებს - წეროებსა და ბატებს.imageმთის არწივი მხოლოდ მაღალ მთებში ბინადრობს. ჩვენთან მხოლოდ კავკასიონზე თუ შეხვდებით. საბუდრად მიუდგომელ კლდიან ადგილებს ირჩევს. ბუდე დიდი ზომისაა - დიამეტრი 2-3 მეტრია, რომლის ძირითადად ნაწილს მსხვილი ტოტებისაგან აგებენ, დანარჩენს წვრილი ტოტებითა და ყლორტებით, რომელიც შიგნიდან აგებენ ბუმბულს, ბეწვს და ხმელ ბალახებს.
გამრავლება:
გამრავლებას იწყებენ 4-5 წლის ასაკში. წყვილები მუდმივია და არსებობს ერთ-ერთი პარტნიორის დაღუპვამდე.. არწივი თავის საუფლოს არ სცილდება. სადაც იბადება, მთელ სიცოცხლეს იქვე ატარებს იქვე კვდება. დაწყვილება იწყება თებერვალში. თითოეულ წყვილს 2-4ვ ბუდე აქვს და მათში რიგ-რიგობით ბუდობენ, მრავალი წლის მანძილზე. მარტ-აპრილში დებს 1-დან 3-მდე მოზრდილ თეთრ მუქ ლაქებიან კვერცხს. კრუხად მხოლოდ დედალი ზის 40-45 დღე, მართვეები (თუმცა ბუდიდან გადმოფრენამდე ხშირად მხოლოდ ერთი მართვე აღწევს). შებუმბვლას მაისში იწყებენ და ივნისის ბოლოს ამთავრებენ. ფრენას 80 დღის ასაკში ცდილობენ.

0
1643
2-ს მოსწონს
ავტორი:ზანგო
ზანგო
1643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0