x
image
saba_
დიდი ოსტატი

image დიდი ოსტატი იყო კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც დაწერა ერთ–ერთი საუკეთესო წიგნი "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა".მე შემოგთავაზებთ რამდენიმე ფრაზას ამ ნაწარმოებიდან:
"ხელოვნებაა თავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი...ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს.მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი"
"კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე."
"კანონად ჰქონდა მიჩნეული მეფე გიორგის:მსტოვრებსა და დიაცებს ნურავინ ენდობაო ბოლომდის."
"სვეტიცხოველი თუ შორენა?–ორივენი ერთსა და იმავეს მოითხოვდნენ მისგან:სიცოცხლეს, განა მარტო სიცოცხლეს მოითხოვდა ქალი?ვაჟკაცური სიტყვის გატეხას, პატიოსნებას და ოსტატობის ნაყოფს უძვირფასესს."
"ბოლოს მოაწია რიჟრაჟმა, ატყდა ნათლის ლიცლიცი გარეთ, ყაყაჩოები დაათოვა მწვერვალებს ცამ, იფრქვეოდა იისფერი შუქი, როგორც ჩქერალები ფხოვის მთებიდან.
შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი, ოქროსფერი თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყჩოებისა და თავთუხის თაველებს.
დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული.ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი."

ყველას გექნებათ ეს ნაწარმოები წაკითხული, მაგრამ ვისაც არ აქვს ვურჩევ, რომ წაიკითხოს

3
575
16-ს მოსწონს
ავტორი:saba_
saba_
575
  
2013, 1 მარტი, 14:51
კი, ბატონო , დიდოსტატი იყო
2013, 13 თებერვალი, 20:04
დიდოსტატი!
2012, 11 დეკემბერი, 11:55
”დავით აღმაშენებელი-ც” არ აქვს ნაკლები,მეტი თუ არა,მაგრამ ვაფშე არაა პოპულარული:დ
0 1 3