x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
''საპახმელიო" კურიოზი.

image90-იანი წლების ბოლოა, ივნისის თვეში ჩემი ბავშვი 2 წლის ხდებოდა, და გადავწყვიტე დაბადების დღესთან ერთად დიდი ნათლობაც გადამეხადა, რა თქმა უნდა ეს ღირშესანიშნავი დღე ვიდოფირზე მსურდა აღმებეჭდა და ბევრი არც მირბენია, ვიდოკამერა ჩემს თანამშრომელ სანდროს აღმოაჩნდა, მოკლედ კარგად ვიქეიფეთ, იმდენი ხალხი მოგროვდა ჩემს მოცუცქნულ 2 ოთოხიან ბინაში, რომ კინაღამ შემოსასვლელშიც და ტუალეტშიც სუფრა გავშალე.(სრული სერიოზულობით ვამბობ.).სხვა სტუმრებისგან განსხვავებით სანდრო დილის 10 საათზე დავიბარე, რომ მთლიანად გადაეღო ეკლესიაში მონათვლის პროცესი, რომ მოვიდა საშინელი შესახედავი იყო, ცახცახებდა.ჩამჩურჩულა:"თუ ძმა ხარ, ერთი ჭიქა არაყი დამისხი, თორემ ძალიან ცუდად ვარ და რის გადაღების თავი მაქვსო".მე ვუსაყვეურე:"რა იყო, გუშინ რომ არ გამძღარიყავი, რა, სუფრაზე არ მოდიოდი-მეთქი?". -მერე მოგიყვებიო-ჩამჩურჩულა .....აი, რა მიამბო მეორე დღეს სანდრომ:(გვარს არ ვასახელებ, არ ეწყინოს, მით უმეტეს ამჟამად იგი ერთ-ერთი ცნობილი რადიოსადგურის მთავარი პროდიუსერია.)-სახლში 4 ან 5 საათი იყო რომ მივედი, ეზოში ბიჭები ლუდს სვამდნენ, დამიძახეს, (ლუდის სეზონი ახალი გახსნილია), მოკლედ კარგად ვისიამოვნე, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე "ჩაინიკი აგვიდუღდა" და მალე არაყიც მოვაყოლეთ....სახლში როგორ ავედი არ მახსოვს, რომ გამეღვიძა ლოგინში ვიყავი, საათს შევხედე, 9 ხდებოდა, შენთან 10 საათზე ვიყავი მოსასვლელი, ვაი ვიშით და ხვნეშით ძლივს ავდექი, სუნთქვა არა მყოფნიდა, თავი მისკდებოდა, თან ჩემს თავს ვაგინებდი, შევედი აბაზანაში, ტანჯვა-წამებით გავიპარსე, ჩავიცვი და ცოლს გავძახე:"ვიდეოკამერა გამომიტანე რა!"...ცოლმა გაკვირვებით შემომხედა და მითხრა:"რად გინდა ვიდეოკამერა?".."როგორ თუ რად მინდა, არ იცი რომ ნათლობაში მივდივარ?!"...."კი მაგრამ, ნათლობაში ხვალე არ უნდა წახვიდე?".....???....თურმე სანდროს იმავე საღამოს 9 საათზე გაღვიძებია.(მოგეხსენებათ ივნისის თვეში 10 საათის შემდეგ ღამდება)..როგორც სანდრომ მითხრა, გახარებულმა სასწრაფოდ გავიხადე და ისევ ლოგინში ვდურთე თავიო....თუმცა მეორე დღეს მაინც ცუდად იყო.. ავტორი:არაჩანდა

3
182
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
182
  
2014, 3 მაისი, 10:11
:D საწყალი სანდრო
2012, 17 დეკემბერი, 6:41
კარგი კურიოზი იყო. მეც გადამხდენია თითქმის მსგავსი რაღაც. :)
2012, 9 დეკემბერი, 12:21
სანდრო ერთიორად ამაღლდა ჩემს თვალში. )))) ასეა, კარგად დალევამ კარგი ამბები იცის.
0 1 3