x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რა გამოიგონეს ჩინეთში?
რა გამოიგონეს ჩინეთში?

ხშირად გვესმის ფრაზა - “ყველაფერი ჩინურია". აღმოჩნდა რომ ყველაფერი არა, მაგრამ ძალიან ბევრი ნივთი, რომელიც დღეს ფართო გამოყენებაშია, სწორედ ჩინეთში გამოიგონეს.



•გასართობი ფრანი 30 საუკუნის წლის წინათ ჩინეთში გამოიგონეს, საბრძოლო დანიშნულებით.

ფრანი


•ტუალეტის ქაღალდი ჩინეთში გამოიგონეს, დაახლოებით, 7საუკუნის წინ, რომლით სარგებლობის უფლება, მხოლოდ იმპერატორის ოჯახის წევრებს ქონდათ.

ტუალეტის ქაღალდი ჩინეთში გამოიგონეს

•IX საუკუნეში ჩინეთში გამოიგონეს დენთი, რომელსაც თავდაპირველად რელიგიური ცერემონიების დროს ფეირვერკებისათვის იყენებდნენ. სამხედრო საქმეში მისი გამოყენება შედარებით მოგვიანებით, XI საუკუნეში დაიწყეს.

ფეიერვერკი

•მიმართულების განმსაზღვრელ მუდმივ მაგნიტს ჩინეთში ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ იყენებდნენ, მაგრამ კომპასი, როგორც ხელსაწყო, იქ XI საუკუნეში ჩნდება. XII საუკუნეში კომპასი ევროპელ მეზღვაურთათვის არაბი ვაჭრების მეშვეობით გახდა ცნობილი. არაბ ვაჭრებს ჩინეთის სამხრეთ ნავსადგურებში თავიანთი მუდმივი სავაჭრო დაბები ჰქონდათ და იქ წარმოებულ საქონელზე ხელი ადვილად მიუწვდებოდათ. ევროპელებმა ჩინეთში უშვალოდ XVI საუკუნეში შეაღწიეს.

ჩინური კომპასი

• კბილის ჯაგრისიც ჩინეთში გამოიგონეს XV საუკუნის დასასრულს.

პირველი ჩინური კბილის ჯაგრისი

•ნაყინი ჩინური საჭმელია. მის დასამზადებლად, ჩინელები ყინულსა და თოვლს ურევდნენ შემდეგ კი ბროწეულის, ფორთოხლის და ლიმნის ნაჭრებს ამატებდნენ.

ნაყინი

• პირველი ქაღალდი, ჩინეთში, ახალი წელთაღრიცხვით 105 წელს დაამზადეს.

ჩინური ქაღალდი

•ქოლგა 4000წლის წინ ჩინეთში გამოიგონეს და მისი ტარების უფლება მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენლებს ჰქონდათ, მოგვიანებით კი საშუალო ფენის ხალხსაც მიეცა ამის უფლება, თუმცა განსასხვავებლად მას ფერები მიეცა:წითელს და ყვითელს დიდგვაროვნები ატარებდნენ, ხოლო ლურჯს უბრალო ადამიანები.

ჩინური ქოლგა
•სეისმოგრაფი ჩინეთში გამოიგონეს. სამწუხაროდ, არც ძველ ჩინეთში შეეძლოთ მიწისძვრის წინასწარ განსაზღვრა, მაგრამ პირველი, მართლაც რომ, საოცარი მიწისძვრის დეტექტორი ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში შექმნეს.

სეისმოგრაფი

• აბრეშუმი პირველად ჩინეთში დაამზადეს.

აბრეშუმი

•ჩინეთში გამოიგონეს, მარაოს წინამორბედი რომელსაც უტივას ეძახდნენ. ბამბუკის მრგვალ ჩარჩოში ჩაწებებული იყო ქაღალდის ან აბრეშუმის ნაჭერი, რომელიც ნახატით იყო შემკული.

მარაო

6
2363
12-ს მოსწონს
ავტორი:ნინი_ნინჩო
ნინი_ნინჩო
2363
  
2012, 8 დეკემბერი, 20:03
ყველგან ასე ჰქმნიან ___ ხარისხიანს და __უხარისხოს.... და ჩვენთან ყველა ქვეყნის უხარისხო შემოდის ყველაფერი..
2012, 8 დეკემბერი, 20:01
ზუსტად ასეთი მარაო მქონდა ბავშვობაში...
2012, 8 დეკემბერი, 20:01
კი რა თქმა უნდა. იმაში რომ ხარისხიანის გაკეთება შეუძლიათ ეჭვიც არ შემპარვია.
სხვა თუ არაფერი ჩინეთის დიდი კედელი ააგეს.
2012, 8 დეკემბერი, 19:59
სხვათაშორის ჩინელები, როგორც ვიცი, ორ ნაწარმს ქმნიან, ხარისხიანს და უხარისხოს, საქართველოში კი უხარისხო შემოაქვთ :D
2012, 8 დეკემბერი, 19:58
დღეს უხარისხობასთან ასოცირდება ჩინური, მაგრამ ნამდვილად ბევრ გამოგონებას დაუდეს დასაბამი...
ნამდვილად კარგი სტატიაა.
0 1 6