x
ანეკდოტები 2 ნაწილი.
1.- დედა მამიკო ძალიან მორცხვი კაცია, არა?!

- კი, შვილო, ძალიან. ასეთი მორცხვი რომ არ იყოს, შენ ახლა 5 წლით უფროსი იქნებოდი.

2.ერთი ქალი დაქალს ურეკავს:

- საშინელი წვეულება გამოვიდა. ისე დავთვერი, ისე დავთვერი, რომ ბოლოს საკუთარ ქმართან ერთად ავღმოჩნდი ლოგინში ! ბედი არ გინდა?!


3. პატარა რაჭველები თოვლის ბაბუას აკეთებენ:

- დათუნიკა, სტაფილო წამოეღო? - ეკითხება ერთი მეორეს.

- 2 ცალი წამოიღე, ბარემ ცხვირი გაუკეთოთ .

4. - დედი ვიბანავებ რა მდინარეში!

- რას ამბობ შვილო საშიშია!

- მამა რომ ბანაობს?

-ეგ ასიათას დოლარადაა დაზღვეული.

5.მთვრალი სვანი რომ არ წაქცეულიყო. ბოძს ეჭიდება.

- აქ რას აკეთებ? - ეკითხება მეორე სვანი.

- ავტობუს ველოდები!

- მერე მაგხელა ბოძს ავტობუსში ვინ აგატანინებს?

6.პანაშვიდზე მისული ხევსური ძმადნაფიცს ეკითხება:

- ძმაო რად სტირ?

- რაღ რად ვსტირ ძმა მამიკვდა ერთაი!

- მაგას სტირ?! ვითომც სულ არ გყოლია !....

7.2 ლონდონელი ტემზის პირას თევზაობს.ერთმა ულამაზესი ქალთევზა დაიჭირა. ერთხანს ათვალიერა და ისევ წყალში გაუშვა.

მეორე გადაირია:

- რატომ, კი მაგრამ, რატომ?!. პირველმა მხრები აიჩეჩა:

- როგორ, კი მაგრამ, როგორ?...

8.- რა ქვია ხალხს, რომლებიც ხშირად სარგებლობენ მომენტით?

- ტოქსიკომანები.

9. ახალი რუსი მეგობარს მომხდარი ავარიის შესახებ უყვება:

- გზაჯვარედინზე ოპელმა გზა გადამიჭრა და მაშინ ჩემმა მერსედესმა თქვა: ბენც!.

10.სასამართლოში გაყრის პროცესი მიმდინარეობს:

- რა მიზეზით ეყრები ქმარს?

- ლოგინში ვერ მაკმაყოფილებს. ქალის ხმა დარბაზიდან:

- ყველას აკმაყოფილებს და შენ ვერა?!

მამაკაცის ხმა დარბაზიდან:

- მაგას ვერავინ ვერ აკმაყოფილებს!

11.გეოგრაფიის გაკვეთილზე:

- ბავშვებო, დაიმახსოვრეთ: ლონდონი, მეხიკო, ბერლინი და მადრიდი მრკვრის მარცხენა სანაპიროზეა განლაგებული, ხოლო ტაშკენტი, პეკინი და ტოკიო - მარჯვენაზე.

12.სიკვდილის პირას მყოფი ძველი ბოლშევიკი და რევულუციონერი შვილიშვილს მოძღვრავს:

- ბაბუ, როცა მოკვდა მაქსი, დაიწყო მაქსის ეპოქა. როცა მოკვდა ლენინი, დაიწყო ლენინიზმის ეპოქა....

- აუ არ მოკვდე რა, ბაბუა ანანია!...

13.ტრავმატოლოგიური საავამტყოფოს წინ ცოლ-ქმარი ტაქსის აჩერებს :

- თუ შეიძლება, ფრთხილად იარეთ. გუშინ ავტოკატასტროფაში მოვყევით.

- ა, ეს თქვენ ხართ? ვერ გიცანით.

14. - როგორ გადავარჩინოთ საგადასახადო ინსპექტორი, რომელიც იხრჩობა?

- ხელები ჩამოვიღოთ მისი ყელიდან.

15. - ბებო რა გიხარია?

- რა და ძალიან კარგი, ყურადღებიანი მთავრობა რომ გვყავს, შვილო.

- რას გულისხმობ?

- ქმარი 10 წლის წინ დავმარხე, დამავიწყდა კიდეც, მთავრობას კი ახსოვს და საარჩევნო ბიულეტენიც კი გაუგზავნა.








































































































0
54
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ზერო
ზერო
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0