x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508705
8 წლის ბიჭი სიკვდილის წინ დაქორწინდა

imageტრაგიკული ისტორია მოხდა ინგლისის ქალაქ მეკვორტში. ლორეინმა მისი შვილის ლეიკემიით დაავადების ამბავი გაიგო 4 წლის წინ. პატარა დიდი ვაჟკაცობით ებრძოდა ავადმყოფობას. როცა ბავშვმა შეამჩნია რომ მისი დედის თვალები ტირილისაგან გაწითლებული იყო ის ცდილობდა გაემხნევებინა, ხუმრობდა, ეუბნებოდა რომ თავს შესანიშნავად გრძნობდა. ბავშვი ოცნებობდა იმაზე რომ როცა კარგად გახდებოდა ის, დედამისი, მამინაცვალი და მისი მეგობარი ზღვაზე წავიდოდნენ ერთად. მაგრამ 3 კვირის წინ ექიმებმა ბიჭს საბოლოო განაჩენი გამოუტანეს: რისს სულ რადენიმე დღე დარჩა, შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე საათი. ბიჭმა ექიმებს წყნარად მოუსმინა შემდეგ დედას ყელზე მოეხვია და პირზე ღიმილით უთხრა: დედა, ცოლის მოყვანა უნდა მოვასწრო. შემდეგ დღეს ოჯახმა ბავშვებს დღესასწალი მოუწყეს. მოწვეულთა შორის მისი მეგობარი ელეონორაც იყო. რისი გოგონასთან მივიდა და შესთავაზა თავისი ხელი და გული. გოგონა წამითაც კი არ დაყოვნებულა და უპასუხა რომ თანახმა იყოს გაჰყოლოდა ცოლად. მშობლებმა ელეონორა გააფრთხილეს რომ რისი დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა მაგრამ ის მაინც თანახმა იყო. ნამდვილი ქორწილი გადაუხადეს. ლიმუზინით ბავშვები ეკლესიაში მიიყვანეს, საკურთხევლის წინ მათ ერთანეთს სამუდამო სიყვარული შეჰფიცეს და ბეჭდები გაცვალეს
. შემდეგ დღეს კი ბიჭი გარდაიცვალა სახლში ოჯახის წევრების გარემოცვაში.

1
333
8-ს მოსწონს
ავტორი:სსრჰსბწ
სსრჰსბწ
333
  
2012, 8 დეკემბერი, 0:24
რამიმე ვიდეო არა ტოო?
0 1 1