x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ასტრონავტები კოსმოსში ერთი წლით რჩებიან

image საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებაა, თუმცა ასტრონავტები კოსმოსში დარჩენას ერთი წლით აპირებენ. როგორც ამბობენ, ეს ამერიკული და რუსული გეგმის ნაწილია. ''Internationa Space Station'' ეს ის ადგილია სადაც დედამიწის ფარგლებს გარეთ ასტრონავტები რთულ პირობებში იცხოვრებენ. ამერიკელი ასტრონავტი სკოტ კელი და რუსი კოსმონავტი მიხეილ კორნიენკო დედამიწას 2015 წელს დატოვებენ და დაეშვებიან ყაზახეთში 2016 წელს. მათ აქამდე კოსმოსში მხოლოდ 6 თვე აქვთ გატარებული.

ამ ექსპერიმენტის მიზანია დაადგინონ თუ რა გავლენას ახდენს მიკროგრავიტაცია დიდი დროის მანძილზე ადამიანზე. ბრიტანული გამოცემა ''The Guardian'' იუწყება, რომ ეს ექსპერიმენტი ამერიკელი და რუსი მეცნიერების ინტერესებში შედის, რადგან სწორედ ისინი არიან დაინტერესებული სამომავლოდ მარსზე გადასახლებით და ამიტომაც სურთ გაარკვიონ რა გავლენის მოხდენა შეუძლია გრძელვადიან ვიზიტს პლანეტის ფარგლებს გარეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

2
393
4-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
393
  
2012, 10 დეკემბერი, 11:47
ki magram es is astronavtebi ar arian 21 dekembers samyaros dasasruls rom amboben?? 2015 cels mkvdretit agsdgebian???
0 1 2