x
რა გვჭირს ქართველნო?!

რა გვჭირს ქართველნო, რა გვემართება,

სად გაქრა ჩვენი ძველი დიდება,

ნუთუ მძიმე წლებს ვერ გავუძელით,

და ვერ გავყევით დროის დინებას?!


ვხედავ, ქართველ კაცს-დაგლახაკებულს,

რომ არ იტეხვას ს მაინც იხტიბარს,

მაინც ამაყი თავაწეული,

ღრამა ოცნებაში სადღაც მიფრინავს.

ჰოი ცოდვილნი, გონს როდის მოვალთ,

როდისღა შევძლებთ მართლის გაგებას?!

ვიცოდეთ ვინ ვართ რისთვის მოვედით,

ნუ ვეურჩებით ღვთიურ განგებას.

რა გვჭირს ქართველო ადამიანნო?

სად გაქრა ჩვენი სულისკვეთება

ნუთუ სიმხდალემ, შიშმა დაგვძლია

და სული ღვთისთვის არ გვემეტება?!

გვახსოვს წარსული ჩვენი სამშობლოს,

ქართველ ვაჟკაცთა ბრძოლის ყიჟინა?

მათი სისხლი ხომ ჩვენს ძარღვებში ჩქეფს,

მაშ, დღეს რა მოგვდის რამ შეგვაშინა?

როგორც გმირები ჰყავდა ქართველს ერს,

მრავალნი იყვნენ მოღალატენიც,

პატრიოტიზმის ნიღბით შემკულნი,

სახელად მხოლოდ “მოქალაქენი"

ეს ისტორია კვლავ მეორდება,

ოღონდ ამჯერად ხვედრი მძიმეა,

თავი იჩინა სულმოკლეობამ,

ღალატმა, შურმა- ეს იგივეა.

ვერავის ვეხედავ ჩვენში ვერავის,

რომ შეძლოს თავის გაწირვა ძველებრ.

მტკიცე აღთქმით და წმინადა ცხოვრებით,

წინაპართა გზებს ვინ გააგრდძელებს?

რა გვჭირ ქართველნო რა გვემართება?

ვინ შეძლო ჩვენი დამორჩილება?!

მჯერა მოვა დრო კვლავ ვიხეირებთ,

და ჩვენი მნათობიც აღმობრწყინდება!




imageავტორი: გიორგი მგალობლიშვილი

0
59
5-ს მოსწონს
ავტორი:ანუკა320
ანუკა320
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0