x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
თბილისი დასახელდა ევროპის ყველაზე ცუდ ქალაქად

imageტრანსნაციონალური კომპანია „მერსერი“ -ს გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ცნობილი გახდა რომ ყველაზე კარგი ქალაქი ცხოვრების ხარისხით ვენაა.გამოკითხვაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისში ნამყოფი უცხოელები.„მერსერი“ უმსხვილესი კომპანიაა, ის მსოფლიოს 40 ქვეყანაში მუშაობს და ყოველწლიურად მათ ქალაქებში ცხოვრების ხარისხს იკვლევს.კომპანია კვლევას ინფრასტრუქტურის მიხედვითაც ატარებს. თბილისი ამ სიაშიც ყველაზე ცუდ ქალაქთა შორის მოხვდა. ის საერთო რეიტინგში 201-ე ადგილზეა, ერევანი 189-ზე. ეს კვლევა კეთდება ცივი და ცხელი წყლის, ელექტროენერგიის, ინტერნეტის და ტელეფონის ხელმისაწვდომობით, ფოსტის მუშაობის ხარისხის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და აეროპორტების მიხედვით კეთდება.სინგაპური დასახელდა საუკეთესო ინფრასტრუქტურის მქონე ქალაქად.როგორც სლაგინ პარკატილი აცხადებს: „გერმანიისა და დანიის ინფრასტრუქტურა მსოფლიოში საუკეთესოა, პირველი კლასის აეროპორტითა და სხვა ბევრი კარგი კომუნალური სტრუქტურებით“,

1
316
4-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
316
  
2012, 6 დეკემბერი, 0:30
სისულელეა, ეს ინფორმაცია სომხეთის რადიომ მოგაწოდა? )) ერთ-ერთი პოპულარული ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს გენერალური მენეჯერი ვარ და ყოველდღიურად უამრავ უცხოელთან მაქვს საუბარი შესაბამის თემებზე. აი, იეთ უცხოელებთან რომელთა გამოკითხვის მიხედვითაც მსჯელობს ვითომ მერსერი (სინამდვილეში არც ტურისტების სოციოლოგიური გამოკითხვით ფასდება, მაგრამ კარგი) ყველა უცხოელი სტუმარი უკლებლივ ამტკიცებს ერთსა და იმავეს, რომ ინტერნეტი საქართველოში ბევრად უფრო სწრაფი, ხარისხიანი და იაფია, ასევე იგივეს ამბობენ მობილურ ტარიფებსა და დაფარვის ზონებსა თუ ხარისხზე - არ გცხვენიათ საწინააღმდეგოს მტკიცება? თუ აქაც რაიმე პოლიტიკური ქვეტექსტი ურევია, მაშინ ასე თქვით, მაგრამ დღეს-დღეობით, თბილისი ევროპელთათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია, საიდანაც ჯერ უკმაყოფილო თითქმის არავინ წასულა - რასაც ვერ ვიტყვი ერევანზე (მაპატიეთ თუ გეწყინათ, მაგრამ ერევანთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ სიმართლეა)
0 1 1