x
image
Guns N Roses
არასრულწლოვნებმა მსაჯი ცემით მოკლეს..

imageფეხბურთის მატჩის დროს ხშირად ყოფილა შემთხვევა სადაც მსაჯს მრავალი შეცდომა დაუშვია. საბავშვო ფეხბურთშიც არის ხშირი შემთხვევა სადაც რომელიმე გუნდი ხდება მსაჯის მსხვერპლი.. პროფესიონალები ამ შეცდომებს არ იმჩნევენ და აგრძელებენ მატჩს.. ჰოლანდიაში კი არასრულწლოვნებმა მსაჯი ცემით მოკლეს.. რამ განაპირობა ასეთი სიძულვილი მსაჯისადმი არ ვიცი, მაგრამ ცნობილია, რომ 41 წლის მსაჯი "ბავშვებმა მოკლეს".
ძალიან უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა ჰოლანდიაში.. ახალგაზრდული ნაკრების თამაშის დროს მოხდა ინციდენტი სადაც 41 წლის მსაჯი 15-16 წლის ფეხბურთელებმა სცემეს. „ნოივ სლოტენის“ ფეხბურთელებმა პირდაპირ მოედანზე სცემეს 41 წლის მსაჯი რიჩარდ ნოვეჰუიზენი.. ცემის დროს მსაჯი ფეხბურთელებს გამოექცა თუმცა არასრულწლოვანმა სპორტსმენებმა მსაჯი დაიჭირეს და ცემა განაგრძეს.. ცემის დროს მსაჯმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.. ( დაცვა რას აკეთებდა ამ დროს ან კლუბის ხემძღვანელობა? ) მსაჯის გადარჩენა ვერ მოხერხდა, იგი საავადმყოფოშივე გარდაიცვალა. პოლიციამ გუნდის სამი 15-16 წლის ფეხბურთელი დააკავა. თუმცა ჰოლანდიის პოლიცია არ გამორიცხავს, რომ გუნდის მთლიანი შემადგენლობა დაიჭიროს. რაც შეეხება კლუბს, გუნდის მთლიანი შემადგენლობა დაითხოვეს და თვითონ კლუბი ტურნირიდან გამოითიშა. რაც შეეხება მსაჯის გარდაცვალების მიზეზს, ის ჯერ-ჯერობით უცნობია, ჩვენ ვიცით ის ფაქტი, რომ მას მრავლობითი სახის დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

1
76
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
76
  
2012, 5 დეკემბერი, 22:02
სამუდამოდ გამოეთიშა ტურნირს ეს გუნდი..
0 1 1