x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134579
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მსოფლიოს მერვე საოცრება
თქვენთვის ცნობილია ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება: ხეოფსის პირამიდა, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ეფესოს ტაძარი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში, ჰალიკარნასის მავზოლეუმი, როდოსის კოლოსი და ალექსანდრიის შუქურა.ეს შესანიშნავ შვიდეული გაფართოვდ და მას დაემატა - კაბადოკია.

რატომ უწოდეს მას მსოფლიოს მერვე საოცრებად?

კაბადოკიას მერვე საოცრებას იმიტომ უწოდებენ,
რომ მთელს მსოფლიოში ძნელად თუ ნახავთ მიწას, რომელსაც ადამიანის გაოცება ასე ადვილად შეუძლია. ამ მიწის სახელი “კატ პადოკა” ძველ სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს და ალბათ ოდესღაც აქაურ სიმშვიდეს ლამაზი ცხენები კიდეც არღვევდნენ, მაგრამ თანდათანობით, საუკუნეების
მანძილზე ეს მიწა ადამიანების საცხოვრისად იქცა და ადამიანებმა ეს უცნაური, მართლაც უჩვეულო მისტიკითა და იდულამებით სავე ქვეყანა შექმნეს.
კაბადოკიის ისტორია რამდენიმე მილიონი წლის წინათ იწყება, როცა სამი ვულკანის ამოფრქვევამ ასი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ფორმების, მაგრამ ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. თუმცა, წვიმისა და ეროზიის, ასევე სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა ამ საოცრების შექმნაში მოგვიანებით ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა და კაბადოკია ბუნებისა და ადამიანის მიერ ერთობლივად შექმნილი, ალბათ ყველაზე ბრწყინვალე ჰარმონიაა დედამიწის ზურგზე.

imageimage





9
1500
8-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
1500
  
2012, 6 დეკემბერი, 12:22
გაიხარეთ...
2012, 6 დეკემბერი, 12:21
ჩევენ არ ვკამათობდით უბრალოდ ორი ნიჭიერი ახალგაზრდის პატარა მსჯელობასავეთ იყო :D:D:D:D:Dგმადლობთ!!!!!!!!!!!!!!!
2012, 6 დეკემბერი, 12:19
ეს ბაღები ნაბუქოდონოსორ II გააშენა თავისი საყვარელი მეუღლისთვი ამიტისისთვის რათა მას თავისი სამშობლოოს ნოსტალგია დაეძლია...თუმცა ბევრი ამ ბაღებს შეცდომით მიაწერს დედოფალ შამურატს რომელიც ნაბუქოდონოსორამდე 200 წლით ადრე ფგანაგემდა ბაბილონს...სწორედ ამოიტომ მოიხსენიებენ მას ორი სახელით.....ასე რომ ორივენი მართლები ხართ:D
2012, 5 დეკემბერი, 18:17
ერთი და იგივეა ბაბილონის დაკიდებული ბაღები (გადამისამართება ბაბილონის დაკიდული ბაღები)
2012, 5 დეკემბერი, 18:14
ნამდვილად ეგრეა? სემირამიდას განმარტება როგორაა?ან საიდან მოდის ეგ სახელი იცი?
2012, 5 დეკემბერი, 18:11
ბაბილონის დაკიდებული ბაღები — ქალაქ ბაბილონში ნაბუქოდონოსორის მიერ აგებული კონსტრუქცია, რომელშიც ათასგვარი მცენარე ხარობდა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მას დააყარეს იმ სისქის მიწა, რომ ყველაზე დიდ მცენარეებსაც შეეძლოთ ეხარათ.
2012, 5 დეკემბერი, 18:06
რავი,ბაბილონის არ გამიგია,ყოველთვის სემირამიდას დაკიდული ბაღებიო ასე მოიხსენიებენ,და ეგ სემირამიდა სად იყო ტერიტორიულად არ ვიცი
2012, 5 დეკემბერი, 18:02
იგივეა რაც ბაბილონის კიდური ბაღები არა?
2012, 5 დეკემბერი, 18:00
სემირამიდას დაკიდული ბაღები
0 1 9