x
image
Guns N Roses
ანჯელინა ჯოლი კარიერას ასრულებს

imageცნობილმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მომავალში სამსახიობო ადგილს ვერ პოულობს. მისთვის ახლა მთავარია ბავშვების აღზრდა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება, როგორც მოგეხსენებათ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ ბრედ პიტს 6 შვილი ჰყავთ.. ( ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ) ასევე ანჯელინა ჯოლი თავის ინტერვიუში ამბობს, რომ ძალიან მოსწონს მსახიობობა, მაგრამ ურჩევნია დრო შვილებთან ერთად გაატაროს და მათ აღზრდას მიხედოს. ანჯელინა ჯოლიმ ასევე თქვა, რომ კიდევ რამოდენიმე კინოში მიიღებს მონაწილეობას და ამის შემდეგ ის დაასრულებს თავის სამსახიობო კარიერას და შვილებს დაუთმობს უფრო მეტ დროს.

აქვე გეტყვით, რომ ანჯელინა ჯოლი არის ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი.მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორიკინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი. ანჯელინას დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას“. ანჯელინა დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს "UNHCR"-სთან. ჯოლიმ მუშაობა დაიწყო, როგორც მოდელმა, როცა ის 14 წლის იყო. მას კონტრაქტი ჰქონდა სამოდელო სააგენტო "Finesse Model Management"-თან და მოღვაწეობდა ისევე როგორც ამერიკაში, ასევე - ევროპაშიც, ძირითადად ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და ლონდონში მუშაობდა.

1
269
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
269
  
2012, 5 დეკემბერი, 12:40
მაგარი მსახიობია და დიდი ქველმოქმედი...მაგრად ვაფასებ როგორც პიროვნებასაც...რადგან მართლაც შვილები კარიერაზე გაცილებით მეტია.
0 1 1