x
image
ჟანა გოგინაშვილი
საღეჭი რეზინის გამო შეიძლება სინგაპურის ციხეში მოხვდეთ

imageდღესდღეობით იმდენნაირი არომატის საღეჭი რეზინი არსებობს, რომ რამე ახლის მოფიქრება თითქოს შეუძლებელია. მის შესახებ საზოგადოებაში სრულიად განსხვავებული შეხედულებებია გავრცელებული. მაგალითად, ბრიტანეთის უნივერსიტეტის მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ საღეჭ რეზინს მეხსიერების გაუმჯობესება შეუძლია.

მეცნიერმა ენდრიუ შოულიმ ეს იმით ახსნა, რომ მისი ღეჭვის დროს გულისცემა ხშირდება, რაც ტვინში სისხლის მიმოქცევას უწყობს ხელს. საღეჭი რეზინის ამ დადებით თვისების მიუხედავად, სინგაპურის ხელისუფლება მას ძალიან მკაცრად ექცევა: ქვეყნის ტერიტორიაზე საღეჭი რეზინის გაყიდვა და მოხმარება სასტიკად აიკრძალა, ხოლო ის, ვინც კანონის დარღვევას მოინდომებს, დაჯარიმდება. კიდევ უფო მკაცრი სასჯელი მოელის მათ, ვინც ამ წებოვან მასას მიწაზე დააგდებს: ასეთ ადამიანს ციხეში ჩასვამენ. რასაკვირველია, ამის შემდეგ ღეჭვის სურვილი ნამდვილად აღარავის დარჩება.

1
266
9-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
266
  
2012, 12 დეკემბერი, 21:19
ეე, აი ეს კი სისულელეა მაგარი. საღეჭი რეზინის აკრძალვა რა სისულელეა, ვის მაგონდა? ხშირად ვღეჭავ, და არც მეხსიერებას ვუჩივი. მე კი ბრიტანეთს უფრო ვენდობი, ვიდრე სინგაპურს.
კარგი სტატია იყო :)
0 1 1