x
image
ჟანა გოგინაშვილი
რომელ ქვეყნებში ხვდებიან ახალ წელს ყველაზე ორიგინალურად
imageავსტრია: ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული “მსოფლიო ზარის" საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა და დასვრა. ეს ტრადიცია ბედნიერების მომტანად მიაჩნიათ.


ბირმა: იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. სანახაობა, მართლაც რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ არაფერი გასაბრაზებელი არ არის, რადგან წყლის მისხმა ტრადიცია და კეთილგანწყობის გამოხატვაა.


საბერძნეთი: ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად თორმეტ საათზე ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტა, მაშინ ახალ წელს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. სტუმრად მისვლისას ბერძნებს თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში შესვლისას მასპინძელს ეუბნებიან: “დაე, ჩემი მასპინძლის ქისა (ან საფულე) ამ ქვასავით მძიმე იუყოს."


ირლანდია: ახალი წლის ღამეს, ირლანდიელები საკუთარი სახლის კარს ფართოთ აღებენ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს, სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას დასვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს - “მშვიდობა ამ სახლს და მთელ მსოფლიოს!"- შესვამენ.



პერუ: პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარ სახლს ჩემოდნით ხელში შენოუვლის, დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება. სხვა ტრადიციის თანახმად კი, თუ გოგონა, რომელსაც ხელში ტირიფის წნელი უჭირავს, მის მეორე ბოლოს უცნობ ყმაწვილს შეახებს, იგი მისი საქმრო გახდება.

0
174
6-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0