x
image
ჟანა გოგინაშვილი
რატომ იყო შამპანური ძველად ,,ეშმაკების სასმელი''

imageშამპანურის გაჩენა ოტვილიერის სააბატოს ბერს, დომ პიერ პერინიონს უკავშირდება. 1688 წელს ბერი ამავე სააბატოში ხაზინადარად მუშაობდა. მის საქმიანობაში შედიოდა ღვინის წარმოებაზე თვალყურის დევნება. სწორედ 1688 წელი ითვლება შამპანურის “დაბადების" წლად. პიერ პერინიონი დახვეწილი გემოვნებითა და არაჩვეულებრივი მეხსიერებით გამოირჩეოდა. მას ყურძნის ერთი მარცვლითაც შეეძლო არა მხოლოდ მისი ჯიშის, არამედ ყურძნის მომწიფების ადგილის გამოცნობაც. ყურძნის გემოთი შეეძლო მისგან დამზადებული ღვინის ხარისხის წინასწარმეტყველებაც.

ერთ-ერთი წვეულების დროს პერინიონმა მეგობრებს ახალი სასმელი შესთავაზა. მეგობრები აღფრთოვანებულები დარჩნენ. ეს სასმელი არც ერთ სხვას არ გავდა: პატარა მოვერცხლისფერო ბუშტები ჭიქებიდან ზევით შხუილით ამოდიოდა. გამჭვირვალე სასმელი სასმისებში თითქოს თამაშობდა.


1729 წელს გაიხსნა შამპანურის მწარმოებელი პირველი ფირმა, რომელსაც “რუინარი" ეწოდებოდა. შამპანის პროვინციაში მევენახეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. XVII საუკუნემდე აქ ჩვეულებრივ, ოდნავ გაზირებულ წითელ ღვინოს ამზადებდნენ. მას ხილის გემო ჰქონდა და მსუბუქი, სასიამოვნო დასალევი იყო. მაგრამ ასეთ ღვინოს ერთი არასასიამოვნო თვისება ჰქონდა - იგი მეორედ დუღდებოდა, რის გამოც კასრები ხშირად ფეთქდებოდა, დანაკარგი ორმაგი იყო. ამ თვისების გამო შამპანის ღვინოს “ეშმაკების სასმელს" ეძახდნენ.

0
333
4-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0