x
image
ნინო ნინო
იპოვე სამი განსხვავება მაინც
imageქართული მედიასაშუალებები თანდათან ემსგავსებიან ერთმანეთს. ურთიერთიდენტური სიუჟეტები, ერთიდაიგივე რესპოდენტები და, რაც მთავარია, თანადროულობა. რა უნდა იყოს ამ განურჩევლობის მიზეზი? ა) ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმი და შედეგად, პლაგიატი თუ ბ) ერთი “უხილავი" ხელის მიერ დაგეგმილი საინფორმაციო პოლიტიკა?
ჩვენი ახალი ამბები ერთმანეთს იმდენად დაემსგავსა, რომ “ გონებამახვილი ბავშვების სავარჯიშოდ უფრო გამოდგება პირობით: “ იპოვეთ 3 განსხვავება" თქვენთვის რომ ეს დავალება მოეცათ, რამდენს იპოვიდით კარგი დაგეხმარებით: 1) ტელეარხების ლოგო, 2) ტელეწამყვანების განსხვავებული ტიტრები. სხვა იქნებ შენ იცოდე, ახლა თქვენ დამეხმარეთ. იქნებ იოცოდეთ, რა სხვაობაა“ ჩვენ პირველები ვამბობთ", “ ახალი ამბები კეთდება აქ", და “ გაიგეთ სხვაზე ადრე"-ს შორის?
4
52
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
52
  
2012, 5 აგვისტო, 10:22
კარგი, ვთქვათ, ეგ მართალია, მაგრამ თქვენ იმ ჟურნალისტებს ნუ დაემსგავსებით: რას ნიშნავს, ,,მიყრუებული სოფელი". როგორ ფიქრობთ, როგორ იგრძნობდა თავს რაჭის სოფლის მცხოვრები ეს რომ წაიკითხა. ჩვენს ქვეყანაში რატომღაც უხერხულად აღარ აღიქმება ადამიანების თავმოყვარეობაზე უხეში ზემოქმედება და როცა ამას მედიაში ვაწყდებით, ეს უკვე საშინელებაა.
2012, 5 აგვისტო, 10:18
რეგიონებში პარტიებს საკუთარი ჟურნალისტები და ოპერატორები მიყავთ და შემდეგ აგორებენ მასალას.შესაბამისად ყველა ტელევიზიაში ერთიდაიგივე გადის.ნამდვილად არცერთ ტელევიზიას არ აქვს საშუალება და რესურსი ვთქვათ "ახალმა მემარჯვენეებმა" სადღაც რაჭის მიყრუებულ სოფელში ხალხთან შეხვედრა მოინდემეს მათ მიყავთ თავისი ოპერატორი.სულ ესარის ;)
2012, 4 აგვისტო, 20:59
გმადლობ, საინტერესო რეპლიკაა ნამდვილად, მაგრამ ზოგჯერ ისინი რეგიონებში ერთ ჟურნალისტს უშვებენ, რაც არ შეიძლება.
2012, 4 აგვისტო, 19:07
მოკლედ ვთქვათ მე ვატარებ ბრიფინგ მერიის წინ 3 ტელევიზიაა რა უნდა გააშუქონ სამივემ ? კადრები ერთნაირი, სინქრონი ( ჩემი ) ერთნაირი. ეს რაც შეეხება რესპოდენტების ერთიდაიგივეობას.დაგეხმარები განსხვავებაა ახალი ამბების თანმიმდევრობაში ;)
0 1 4