x
image
მატასი
ბარიერი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში
image

















სურათზე წარწერას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ამჯერად ჩვენი თემა არა სიყვარული, არამედ მისთვის და ზოგადად ქალსა და მამაკაცს, გინდაც გოგოსა და ბიჭს შორის ურთიერთობის ხელისშემშლელი ბარიერებია.

ამ თემის დაწერა პირადმა გამოცდილებამ და კიდევ ერთმა წიგნმა გადამაწყვეტინა.

შვედი მწერალი ქალის, კატარინა მასეტის რომანი ''ტიპი მეზობელი საფლავიდან'', სასიამოვნო და ადვილად წასაკითხი წიგნია, მით უმეტეს კი 30-40 წლის ასაკის ადამიანებისთვის, რადგან რომანის სიუჟეტი სწორედ 32 წლის ქვრივი ქალისა და 35 წლის უცოლო კაცის ურთიერთობაზე ვითარდება.


ქალი ჭკვიანი, განათლებული და დახვეწილი ბიბლიოთეკარია, ხოლო კაცი უგემოვნო, გაუნათლებელი, მეტყევე და ფერმერი, მაგრამ მათ შორის იღვიძებს ვნება და ჩნდება სიყვარული. სიყვარული, რომელიც ორივეს აიძულებს დათმობას. როგორ აეწყობა და გამოვა თუ არა საბოლოოდ მათი ურთიერთობა მწერალი აღარ გვეუბნება და ჩვენ გვიტოვებს საფიქრად.

რაც შეეხება ჩემს პირად გამოცდილებას, ისეთი განსხვავებული ადამიანები, რომელთა გემოვნება, ცოდნა, აზროვნება და საერთოდ ფსიქოლოგია საერთოდ ცდება ერთმანეთს და ურთიერთსაპირისპიროც კია ადრე თუ გვიან, უფრო ადრე კრახით დასრულდება და ისეთი კრახით, რომ ამ სასირცხვილო ამბის გახსენებაც აღარ მოგვინდება.

მე არ ვსაუბრობ უბრალოდ განსხვავებულ გემოვნებაზე, მაგალითად ზოგი ჯაზს უსმენს, ზოგი როკს, ზოგი კლასიკას, მაგრამ სხვაა როცა უსმენ ბერას, ბაძავ ნინჩოს და ეს ყველაფერი მაგარი გგონია ამავდროულად.

რას ფიქრობთ თქვენ? თუ გაქვთ მსგავსი გამოცდილება ან როგორ მოიქცეოდით ასეთ შემთხვევაში?

0
453
8-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0