x
image
თეონა ასტამაძე
ვადაიკოს ვირტუოზი
imageლეონარდ ეტო -მუსიკოსი რომელმაც ამომავალი მზის ქვეყნის ფოლკლორში ახალი სიტყვა თქვა.

მან იაპონური ტრადიციული საკრავის ჟღერადობა გააუმჯობესა და მისი სახელი სამშობლოს გარეთ გაიტანა. ნიუ-იორკში დაბადებულმა ფესვებს რომ ვერ უღალატა ცხოვრება იაპონური დასარტყამი ინსტრუმენტის შესწავლას მიუძღვნა.

1984 წლიდან ის ვადაიკოს მუსიკოსების ჯგუფს შეუერთდა. შემდეგ ათამდე მუსიკალური ალბომი გამოსცა და მუსიკალურ საზოგადოებაში თავი ღირსეულად დაიმკვიდრა.

მუსიკოსის ორიგინალური კომპოზიციები ისეთ ცნობილ ფილმებშია გამოყენებული როგორებიცაა "მეფე ლომი", "თხელი წითელი ხაზი" და "ნანადირევი".


ლეონარდ ეტო თბილისს ხუთ კაცინი შემადგენლობით ესტუმრა და ვადაიკოს ლექცია დემონსტრაციაც ჩაატარა. კონსერვატორიის დარბაზში შეკრებილ პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჯერ ვადაიკოს შექმნის ისტორია მოუყვა, შემდეგ კი ფოლკლორული შოუ შესთავაზა.


0
31
22-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0