x
image
პრომეთე
„ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

image


















- შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გაუპატიურების ფაქტზე ბორჯომის შსს- რაიონული სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი დააკავეს, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილი იყო მაჟორიტარ დეპუტატად "ნაციონალური მოძრაობიდან"
-ასევე დაკავებულია სამმართველოს კიდევ ერთი წევრი, ალექსანდრე ბლიაძე, რომელიც არაადამიანური მოპყრობისათვის დაიჭირეს.
- გამოძიების საშუალებით გაირკვა, რომ ვ.გ-ს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უფროსი მამუკა ხვედელიანი, ამავე სამმართველოს თანამშრომლები: გიორგი ბლიაძე, ალექსანდრე ბლიაძე, სერგო სამსონიძე და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელი პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი.
- გამოძიებას საფუძვლად დაედო ვ.გ-ს განცხადება, სადაც მან მიუთითა, რომ 2009 წლის 1 იანვარს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, თანამშრომლებმა მას სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
- ცემის პროცესში პოლიციის უფროსის მამუკა ხვედელიანის ბრძანებით, ორმა პოლიციელმა დაზარალებული გადახარეს მაგიდაზე, ძალის გამოყენებით ჩახადეს შარვალი და პოლიციის თანამშრომლებმა უკანალზე მიადეს პოლიეთილენის ბოთლი.გიორგი ბლიაძემ კი გააკეთა არაადამიანური საქციელი, - მან დაზარალებულს ოთხფეხა სკამის ფეხი ძალის გამოყენებით შეუყვანა უკანა ტანში.

2
178
4-ს მოსწონს
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
178
  
2012, 1 დეკემბერი, 12:35
დღეს ვინ, ვინ არის კაცმა არ იცის!
2012, 1 დეკემბერი, 12:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2