x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"სიყვარული აქცენტით" - რეზო გიგინეიშვილი და ნადია მიხალკოვა
რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ახალ ფილმს "Любовь с акцентом" ანუ სიყვარული აქცენტით ეწოდება.
- ეს არის სხვადასხვა მოკლე ისტორიები ჭეშმარიტ სიყვარულზე, რომელიც ვნებიანია და ამავდროულად სასტიკიც, გულუბრყვილო და სულელიც.

გმირების ეს პატარ-პატარა სასიყვარულო ისტორიები ქმნის ერთ დიდ ირონიულ კომედიას, რომლის ყურებაც ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
როგორც კინოს შემქმნელები ამბობენ "Любовь с акцентом" - ეს არის რუსული ფილმი ქართული სულით, ნამდვილი სიყვარული არ ცნობს არანაირ საზღვრებს, კანონებს და ეროვნებას.
image
ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა 2011 წლის აგვისტოში და გრძელდებოდა 60 დღის განმავლობაში ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, სიღნაღი და ასევე ყაზბეგი.

რაც შეეხება თავად რეჟისორს-რეზო იღებს დამაჯერებელ ფილმებს სიყვარულზე, ხოლო ნადია მასში სიამოვნებით მონაწილეობს.

რეზოს და ნადია მიხალკოვას (ცნობილი რუსი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის) ურთიერთობა დიდხანს იყო საიდუმლო ყველაზე ახლობლებისთვისაც. მაგრამ ისინი უკვე წელიწადზე მეტია დაქორწინდნენ, გასული წლის მაისში გოგონა ნინო შეეძინათ, ზაფხულში ფილმი გადაიღეს, შემოდგომით კი ბოდბის მონასტერში დაიწერეს ჯვარი


image

ჟურნალმა გლამურმა რეზო გიგინეიშვილი და ნადია მიხალკოვა 2012 წლის წყვილად დაასახელა.

image

გთავაზობთ ჟურნალისტის ინტერვიუს რეჟისორთან

-როგორ წესი ახალგაზრდა რეჟისორები მკაცრ სოციალურ თემებზე მუშაობენ, შენ კი კეთილ ოჯახური ფილმებს იღებ, როგორც მაგ. "სიყვარული აქცენტით? ეს გაცნობიერებული პოზიციაა?

-რა თქმა უნდა, საკუთარი თვალებით ვიხილე ომი და არ მინდა კინოში ტკივილი და სისხლი ვაჩვენო. რატომღაც მიღებულია, რომ ფილმები, რომელიც ხალისს ანიჭებს ადამიანებს-დაბალი დონისაა. რასაც არ ვეთანხმები. მე ოპტიმისტი ვარ და ჩემთვის მთავარია იმედის შენარჩუნება. გახსოვთ ალბათ საბჭოთა პერიოდის შესანიშნავი ფილმები უბრალო ადამიანებზე და უბრალო ისტორიებით. მსგავსი იმედიანი ფილმების გადაღება მსურს.
image
-ცხოვრებაში მშვიდი ადამიანი ხართ?

-წარმოშობით გურული ვარ, გურულები კი ფეთქებადი ხასიათით არიან ცნობილი. გადასაღებ მოედანზე შემიძლია ვინმეს დავუყვირო. მაგრამ ძალიან განვიცდი, როცა ვგრძნობ, რომ ადამიანს ვაწყენინე, ხშირად მიწევს მობოდიშება.
- ნადიასთან ხშირად გაქვთ ბობოქარი კამათი?

-ნადია- ყვირილამდე საქმე არ მიდის, ვცდილობთ ერთმანეთს მოვუსმინოთ და გავუგოთ. რაც რეზოს დამსახურებაა. ხშირად მამაკაცი თავისას არ თმობს, რადგან ჰგონია, რომ ეს მამაკაცური საქმე არ არის. რეზო კი ასეთი არ გახლავთ. სირბილის და სუსტი ხასიათის გამო კი არა, არამედ ის საკმაოდ ბრძენია.

-ამიტომ ხშირად უწოდებთ მას მამიკოს?

-რეზო- მეც ხშირად ვეძახი ნადიას დედიკოს, განსაკუთრებით ბავშვის გაჩენის შემდეგ.

- ნადია, შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენ ძლიერი საყრდენი გაგიჩნდათ გათხოვების შემდეგ?

-ნადია-რა თქმა უნდა, და ნებისმიერი ქალბატონი, რომელიც ფიქრობს რომ მამაკაცი, როგორც ძლიერი საყრდენი არ სჭირდება, იტყუება. ძალიან სასიამოვნოა, რომ რაღაც შეგიძლია არ გააკეთო, (გაკვეთილის გაცდენასავით), შემდეგ სთხოვო რეზოს, და ის ამას შენ მაგივრად გააკეთებს. ხშირად ვეკითხები რჩევას, როცა გადაღება სხვა ქალაქში მაქვს ყოველთვის ვუთანხმებ, რომ საქმის კურსში იყოს.

image

-რეზო -ნადია ძალიან კარგად აღზრდილი ადამიანი, ძალიან მომთმენი და დამთმობი. რაც შეიძლება გადამღებმა ჯგუფმა გამოიყენოს და ზამთარში ცივ წყალში ცურვა მოსთხოვოს, რასაც ნამდვილად ავუკრძალავ, არცერთი ფილმი არ ღირს ჯანმრთელობის ფასად.

ჩვენ ქირურგები არ ვართ, როცა ადამიანის გადარჩენას ეხება საქმე ეს უკვე სხვა ამბავია, ექიმი რომ იყოს ოპერაციაზე საათობით დგომას არ დავუშლიდი.
-ერთმანეთს დიდი ხანია იცნობთ, ერთ სფეროში ტრიალებდით, როგორ მოხდა, რომ უბრალო ნაცნობებიდან შეყვარებულებად გადაიქეცით?

-რეზო -ჩვენი საერთო ნაცნობის ფილმის პრემიერაზე ნადიას გვერდით აღმოვჩნდი. ჩვენების შემდეგ კინოთეატრიდან გამოსვლისას ნადია ისევ ფოიეში იდგა და შინაგანმა ხმამ მიკარნახა, რომ დავბრუნებულიყავი. ნადია ვიღაცას ესაუბრებოდა, ხელი დავავლე და ვუთხარი: ჩემთან ერთად წამოდი კარგ გამოფენაზე წაგიყვანთქო.

ჩვენ-ჩვენი მანქანებით მუზეუმს ვესტუმრეთ, რომელიც დაკეტილი დაგვხდა, შემდეგ კი .. მოვიძიე ნადიას ტელეფონი და დავიწყეთ შეხვედრები, თუმცა ეს სწრაფი პროცესი არ იყო, რადგან ნადია მიუკარებელი გახლდათ.

-ნადია -მიუკარებელი არა, უბრალოდ ჩაკეტილი ადამიანი ვარ, ემოციებს არ გამოვხატავ. ჩვენ ვსაუბრობდით ცხოვრებაზე, ყოველთვის მახლდნენ დაქალები და რეზო უხერხულად გრძნობდა თავს. მაგრამ რადგან შეხვედრებს განვაგრძობდი, ე.ი მომწონდა, მაგრამ გრძნობების გამოხატვას არ ვჩქარობდი. რეზო არ მაჩქარებდა, ახლაც არანაირ ჩარჩოებს არ მიწესებს.

-რეზო - ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე ზრდასრული ადამიანების ურთიერთობასავით განვითარდა. ნადია ბრძენი ადამიანია. ჩემთვის მთავარია სულიერი კომფორტი და არა ის, რომ ცოლი ასრულებდეს მოვალეობებს. თავად კარგად ვამზადებ და ყოფაცხოვრებაში არავისი დახმარება არ მჭირდება. ჩვენთან კი ხან მე ვამზადებ ვახშამს, ხან ნადია, ორივე ვცდილობთ ერთმანეთს ვასიამოვნოთ.
-თქვენ ოჯახში ისეთი ჰარმონიაა, რომ უინტერესოც კია


-როცა ჩვენ ცხოვრებაზე ვყვები, თავადაც მიჩნდება განცდა, რომ რომელიღაც ჟურნალს ხმამაღლა ვკითხულობ. ჩვენ ჩვეულებრივი ოჯახი ვარ, ჩვეულებრივად ვცხოვრობთ. უჩვეულო ალბათ ის არის, რომ თეფშებს არ ვამსხვრევთ და ჩვენთან ყველაფერი კარგად მიდის.



0
114
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0