x
image
ჟანა გოგინაშვილი
ინგლისელების ახალი სასუსნავი - მწერები შოკოლადში
imageშოკოლადის შექმნასა და წარმოებაზე უამრავი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ გადავწყვიტე, მასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები გაგაცნოთ.


1.1615 წელს ესპანეთის მეფის ქალიშვილი ანა ავსტრიელი ლუდოვიკო XIII მიათხოვეს. უცხო გარემოში ყოფნით გამოწვეულ სევდას მეფის ასული შოკოლადით იქარვებდა, რომელიც საგანგებოდ ჩამოატანინა პარიზში. მას შემდეგ ეს ტკბილეულობა ფრანგული ელიტის საყვარელი სასუსნავი გახდა.


2.მრავალი სასიყვარულო და ავანტიურული თავგადასავლებით სახელგანთქმული ჯოვანო კაზანოვა თვლიდა, რომ მისი პოტენციის საიდუმლო დილით ერთი ჭიქა ცხელი შოკოლადი იყო.


3.200 წელს ბარსელონაში შოკოლადის მუზეუმი გაიხსნა, რომლის კოლექციაში ქალაქის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დაპატარავებული ასლები იყო წარმოდგენილი. ალბათ, მიხვდით, რომ ყველაფერი შოკოლადისგან იყო დამზადებული.



4.1999 წელს იტალიის ქალაქ პერუჯაში დამდნარი შოკოლადით შესრულებული ნახატების აუქციონი მოეწყო.


5.ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლებს შორის სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალი სასუსნავი - მწერები შოკოლადში. შოკოლადი, რომელიც სხვადასხვა გამხმარ მწერებზე, მაგალითად ბუზებზე და კალიებზეა მოსხმული, თურმე არა მარტო გემრიელი, სასარგებლოცაა.

2
196
7-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
196
  
2012, 1 დეკემბერი, 13:14
იუუუუუუუუუუუუუუუუ
2012, 26 ნოემბერი, 23:02
კი კარგი სასუსნავია. მწერებით არ გამისინჯავს.
0 1 2