x
image
ეთო-ეთო
11 ნამდვილი წესი, როგორ მოვახდინოთ შთაბეჭდილება
წარმოიდგინეთ, რომ ქუჩაში მიმავალს უცებ ძალიან მოგეწონათ მამაკაცი და მისი გაცნობის სურვილი გაგიჩნდათ. სიტუაციები შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ მთავარია კარგი შთაბეჭდილების მოხდენა შეძლოთ, რაშიც ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ.


1. განიტვირთეთ!


ადამიანები, რომლებიც ნერვიულობენ, როგორც წესი, არაადეკვატურ და უაზრო საქციელს სჩადიან ხოლმე. ხან ხელიდან უვარდებათ რამე, ხან ჭიქიდან წყალი ექცევათ და ა.შ. ამიტომ, სანამ ვინმეს ყურადღების მიპყრობას დააპირებთ, დარწმუნდით, რომ სრულიად მშვიდად ხართ და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ.


2. დატკბით საკუთარი თავით!



ნუ იქნებით ზედმეტად სერიოზული. სერიოზულობა ადამიანებს აფრთხობს. მხიარულ საღამოებზე ალბათ შეგინიშნავთ, რომ ადამიანები ისეთი პიროვნებების გარშემო იყრიან თავს, ვინც კმაყოფილია საკუთარი თავით და დროს კარგად ატარებს.

კარგი ხასიათი გადამდებია და იგი სხვა ადამიანებს გადაედება. ესეც რომ არა, ღიმილი თქვენს სახეს მეტ მომხიბვლელობას მისცემს.


3. ნუ იქნებით ძალიან გულღია, რათა ჭკვიანის შთაბეჭდილება დატოვოთ!


იყავით ისეთი, როგორიც ხართ. ბუნებრივობა - საუკეთესო კრედოა. მით უმეტეს, რომ ზოგიერთ მამაკაცს სერიოზულად აშინებს ჭკვიანი ქალები.


4. მხედველობითი კონტაქტი!


სწორი მხედველობითი კონტაქტი - წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. თქვენს რჩეულს თვალებში ნაზად უყურეთ და შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს თქვენ ერთად დატკბეთ მშვენიერი ხედების ყურებით.

არავითარ შემთხვევაში არ იყუროთ სხვა მიმართულებით და მითუმეტეს, არ უყუროთ სხვას. არ არის ასევე მიზანშეწონილი სხეულის ინტიმურ ადგილებზე ყურებაც, თუნდაც ეს მკერდი იყოს.


5. გამოიყენეთ შეხების ჯადოსნური ძალა!


თქვენი შეხება მსუბუქი და ნაზი უნდა იყოს, რომ ადამიანი აგრესიულობით არ შეაშინოთ. ხოლო თუ მამაკაცმა ზედმეტი თავისუფლება მისცა თავს და ზღვარი დაარღვია, შეგიძლიათ სილა გააწნათ. არის შემთხვევები, როდესაც შეხების მიხედვით მისი თქვენდამი ინტერესის სიძლიერე შეგიძლიათ დაადგინოთ. მაგალითად, თუ მან რაიმე სასაცილო თქვა, შეგიძლიათ გაიცინოთ და ოდნავ შეეხოთ მის ხელს. თუ იგი თქვენს მხარეს არ გადმოიხრება, ესე იგი, არც ისეა დაინტერესებული თქვენით.


6. იყავით ყოველთვის ფორმაში!


ბუნებრივია, როცა სადმე მიდიხართ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ კარგად გამოიყურებით. თმა მოწესრიგებული და დავარცხნილი უნდა გქონდეთ, ტანსაცმელი - გაუთოებული, თვალები და ტუჩები შეღებილი და ა.შ. მაშინაც კი, როცა მაღაზიაში მიდიხართ, ფორმაში უნდა იყოთ, რადგან არასდროს ვიცით, რა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება იჩინოს თავი.


7. ნუ მოიხრებით!


გამართული დგომა და სიარული - თავდაჯერებულობაზე მეტყველებს. მაშინ, როდესაც მოხრილი, გულხელდაკრეფილი დგომა საკუთარ თავში დაურწმუნებლობის მანიშნებელია.

ამიტომ ეცადეთ, ყოველთვის გამართულად იაროთ.


8. ნუ იქნებით ეგოისტი!


ცუდია, თუ თქვენ ყოველთვის საკუთარ თავზე იღებთ დიალოგის წარმართვის ინიციატივას და მოსაუბრეს სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევთ. მით უმეტეს, თუ საუბარი ძირითადად თქვენს ღირსებებსა და დროსტარებას ეხება.


9. ყველაფერზე საკუთარი აზრი და შეხედულება იქონიეთ!


თუმცა ნუ დაემსგავსებით პრინციპულ, მომაბეზრებელ ადამიანს, რომელიც თავის აზრს ყოველთვის ყველაზე მაღლა აყენებს და სხვის აზრს არასოდეს ითვალისწინებს.


10. და კიდევ ერთხელ... იყავით ის, რაც ხართ!


მხოლოდ იმიტომ, რომ ვეგეტარიანელობა მოდაშია, ნუ დაიბრალებთ, რომ ვეგეტარიანელი ხართ. მითუმეტეს თუ სინამდვილეში ხორცს სიამოვნებით მიირთმევთ. ადრე თუ გვიან, სიმართლე თავს მაინც იჩენს, რადგან ტყუილს მართლაც მოკლე ფეხები აქვს.


11. ისწავლეთ საუბრის დამაჯერებლად დამთავრება!


მაშინაც კი, თუ შინაგანად ძლიერ აფორიაქებული და შეშინებული ხართ, გაუწოდეთ ხელი მოსაუბრეს და უთხარით, რომ ძალიან სასიამოვნო იყო მასთან საუბარი და რომ იმედოვნებთ კიდევ შეხვედრას მასთან. ამას ისიც დაუმატეთ, რომ მომავალში ალბათ მოგეცემათ საშუალება, უფრო მეტი დრო დაუთმოთ საუბარს. ამით მამაკაცს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას უტოვებთ და მას აუცილებლად გაუჩნდება მომავალში თქვენი ნახვის სურვილი.

0
499
6-ს მოსწონს
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0