x
image
lady.ge
ხელჩართული ჩხუბი ჰოლი ბერის მომავალ საქმროსა და მის ყოფილ ბოიფრენდს შორის

imageულამაზესი შავკანიანი მსახიობი, ოსკაროსანი ჰოლი ბერი, რომელიც სამართლიანად ითვლება "მამაკაცთა გულთამპყრობლად", თავის 41 წლის ასაკშიც ახერხებს ძლიერი სქესის წარმომადგენელთა აღელვებას. თან ისე კარგად ახერხებს ამას, რომ ეს უკანასკნელები მის გამო სახალხოდ მუშტი-კრივსაც არ ერიდებიან. 22 ნოემბერს, ჰოლის ყოფილი ბოიფრენდი გაბრიელ აუბრი, რომელთანაც მსახიობს მცირეწლოვანი ქალიშვილი ნაჰლა ჰყავს, შვილის სანახავად ესტურმა ჰოლი ბერს სახლს. თუმცაღა მისი ეს ვიზიტი, ჰოლის ამჟამინდელ საქმროსთან მსახიობ ოლივიე მარტინესთან ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. ზუსტად უცნობია დეტალები, თუ კონკრეტულად რა ვერ გაიყვეს მამაკაცებმა (მაგრამ ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რა :)) თუმცა როგორც ოფიციალურად გახდა ცნობილი, ამ მუშტი-კრივის შედეგად გაბრიელს ნეკნი დაუზიანდა, ხოლო ოლივიე მარტინესი სახის და კისრის ტრამვით "გადარჩა". ინციდენტის შედეგად, აუბრი სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა მალევე გამოუშვეს გირაოს საფუძველზე, რომელიც 20 000 დოლარს შეადგენს.



ჰოლი ბერი და გაბრიელ აუბრი


image




გაბრიელი ნაჰლასთან ერთად

image

ჰოლი და მისი ახლანდელი საქმრო ოლივიე მარტინესი


image

0
277
6-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0