x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
მზის ჩასვლა ზღვაზე

: )როდესაც დღე მიილევა და აზვირთებულ ტალღებს ოქროსფერი ლანდი მოედება ულამაზესი სანახავია მზე.რამდენჯერ გავსულვარ სანაპიროზე რადგან ამ საოცარი "მოვლენისთვის" მეყურებინა. ზღვის ქაფი ქვიშას ედება და განსაკუთრებული სურნელით ივსება იქაურობა.სიჩუმე დაისადგურებს...მხოლოდ ზღვა ხმაურობს და ნაპირიდან მოსჩანს თოლიები როგორ მარდად აპობენ ზღვის ტალღებს მზე კი ჩადის...წყალი ირეკლავს მის ბზინვარებას და ცისარტყელის ფერებით ხატავს ზედაპირს.რამდენჯერ მდომებია მხატვარი ვყოფილიყავი და დამეხატა ან მწერალი და ისე აღმეწერა, რომ მთლიანად ჩამედო ჩემი განცდა და შთაბეჭდილება. იქ, სადღაც შორს მოჩანდა ტალღებში გახვეული გემი.ხშირად მიფიქრია თუ რა ლამაზი სანახაობა იქნებოდა წყლის სიღრმიდან დანახული მზე. ასე, რომ ანათებს და ასე, რომ ათბობს ზღვებს, ოკეანეებს.ყოველი მზის ჩასვლისას ახალი განცდებითა შთაბეჭდილებებით ვივსები და ყოველთვის ვფიქრობ რა ყოვლისშემძლეა ღმერთი.მხოლოდ მას შეუძლია გარესამყარო ლამაზ ფერებში დაგვანახოს.

3
769
5-ს მოსწონს
ავტორი:ნათუცი
ნათუცი
769
  
2012, 27 ნოემბერი, 20:10
ვიცი : ))
2012, 27 ნოემბერი, 20:09
სპ თეოო : ეს მართლა ჩემი დაწერილია ... :დ
2012, 25 ნოემბერი, 20:07
ნათიი ძალიან მაგარიაა :**
0 1 3