სხვა განგამ სთაილ.. 2012, 25 ნოემბერი, 15:12 მოგეხსენებათ, სანამ სტატია დაიწერება საჭიროა ავირჩიოთ კატეგორია და დავფიქრდი, მინდოდა კულტურა მომენიშნა, მაგრამ თავს ვერ მოვატყუებდი. ამ სტატიით მინდა შევეხო დღეისათვის "პოპულარულ" "სიმღერას", რომელმაც მთელი ინტერნეტსამყარო "შეძრა". რამდენი, მართლაც, კარგი და გემოვნებიანი სიმღერა რჩება უყურადღებოდ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ "სიმღერამ" ნახვის რეკორდი მოხსნა. გაკვირვებული ვარ, ნეტავ რა მოსწონთ ამ "სიმღერაში"? ნათქვამია გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ ყველაზე მეტს ამაზე დაობენ. მეგობარმაც მირჩია ცოტა იუმორისტული თვალით შეხედეო, მაგრამ დავიჯერო იუმორიც დამიჩლუნგდა? ვერცერთი მხარე ვერ მოვუძებნე, რაც ამ "სიმღერას" მომაწონებდა, თუმცა გადაკეთებული ვერსიები უფრო სახალისოა ვიდრე ორიგინალი. 54 2-ს მოსწონს 1-ს არა |
ეგრე თუა ახლაც ვერ ვხვდები რატო მოწონთ პედოფილი ჯექსონის სიმღერები?რო მოკვდა ყველა ფანი რო გახდა.. 2 რაღაცის გამო არ ვუსმენ, 1 რო მართლა არ მომწონს. და მეორე ის რომ ბოიკოტს ვუცხადებ ავადმყოფი სულის ხალხის სიმღერებს ))