x
image
jango
მიხეილ სააკაშვილი: ახალი მთავრობა ვალდებულია შეასრულოს დაპირებები

imageგადასახადების შემცირება, ეს იყო ქართული ოცნების საარჩევნო დაპირება სხვადაპირებებთან ერთად. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით იმას, რომ დაპირება დაპირებათვე დარჩა, რადგან ქართული ოცნება ახლახანს მოვიდა მთავრობაში და ამ ყველაფრის განსახორციელებლად დრო არის საჭირო. საქართველოს პრეზიდენტს არ სჭირდება დრო და პირდადპირ აცხადებს, რომ გადასახდების შემცირება შეუძლებელია. სააკაშვილის თქმით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია, რაც უკვე კოალიცის წევრებმაც აღიარეს. მიხეილ სააკაშვილი ითხოვს დაპირებების შესრულებას, როგორც თავად განაცხადა გადასახადების შემცირება შეუძლებელია და ამიტომ პრეზიდენტი სხვა დაპირებებზეც ამახვილებს ყურადღებას. გთავაზობთ პრეზიდენტის მიმართვის ნაწყვეტს: ძვირფასო თანამოქალაქენო, ზუსტად 9 წლის წინ ვარდების რევოლუციით ახალი ერა დაიწყო ჩვენი საყვარელი ქვეყნის ისტორიაში. მაშინ ხალხმა ქუჩაში გამოსვლა არჩია გაყალბებულ არჩევნებსა და იმ
სისტემას, რომელიც კორუფციაზე და გაუმჭვირვალობაზე იყო დამყარებული. ისინი ქუჩებში გამოვიდნენ კრიმინალთან, უსამართლობასთან, დამცირებასა და სიღარიბესთან დასაპირისპირებლად. მათ სურდათ, თქვენ გსურდათ, რომ
საქართველო გამხდარიყო დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც კანონის უზენაესობას დაეფუძნებოდა, თქვენს შვილებს ჰქონოდათ ახალი პერსპექტივები და თქვენს ოჯახებს ეცხოვრათ შიშის გარეშე.

თქვენ ხმა მიეცით ახალ უმრავლესობას და ჩვენ მათ გადავეცით იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე კონსტიტუციით გათვალისწინებული იყო. რადგან ჩვენ გვინდა მათ შეეძლოთ მართვა და იმ დაპირებების შესრულება, რომელიც თქვენ მოგცეს. ჩვენ გვინდა რომ ისინი ანგარიშვალდებული იყვნენ თქვენს წინაშე. მთლიანად გადართული უნდა იყვნენ ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულებაზე და მთელი ენერგია ამას უნდა დაახარჯონ. მე ვიცი რამდენად ძნელია მთავრობაში ყოფნა და ხალხის მოლოდინის გამართლება. ვიცი, რამდენად ძნელია იმაზე ენერგიის ხარჯვა, რომ ანადგურო და აუქმო ის, რაც გაკეთდა, მაშინ როდესაც გასაკეთებელი თავადაც ბევრი გაქვს. ასე რომ ყველას მოვუწოდებ, იმუშავონ ხალხისთვის და მომავლისთვის და არ გაამახვილონ ყურადღება წარსულზე და პირად დაპირისპირებებზე. მე ამის იმედი მაქვს და ეს არის ჩემი სურვილი. ჩვენ საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვალდებული ვართ მის წინაშე და ჩვენი წინაპრების წინაშე, ჩვენი შვილების წინაშე, რომ დავხარჯოთ დრო და ენერგია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.

2
168
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
168
  
2012, 25 ნოემბერი, 18:21
ნაძირალა მართლა
2012, 25 ნოემბერი, 15:04
შენ როგორ შეასრულებდი დაპირებებს დაცარიელებული ბიუჟეტით? აააა მივხვდი.. ისევ გაჭირვებული ხალხის ზურგით.. ნაძირალა ხარ სააკაშვილო
0 1 2