x
image
WhiteBlack
მეკარე - "უნიტაზი"

imageიაპონელების ფანტაზიას, საზღვარი არ აქვს...
თქვენი აზრით, რას უნდა აკეთებდეს ჩვეულებრივი უნიტაზი? პირველ რიგში, რა თქმა უნდა გაუნძრევლად უნდა იდგეს სააბაზანოში, უნდა იღებდეს ორგანულ ნარჩენებს და შემდეგ კანალიზაციაში გზავნიდეს.თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივადაა, მაგრამ, როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა "ნურას უკაცრავად".imageიაპონელებმა მას კიდევ ერთი დატვირთვა შესძინეს.იაპონურ "უნიტაზებს" უკვე შეუძლიათ ბურთის მოგერიებაც, ან ნებისმიერი მსგავსი ფორმის სხეულის, რომელიც მისკენ მიფრინავს.(საინტერესოა, რატომ უნდა მიფრინავდეს "უნიტაზისკენ ბურთი ან მსგავს ფორმის რაიმე ნივთი?).ყველაფერი ეს კი, იმის წყალობით, რომ ამ მართლაც არაჩვეულებრივ "უნიტაზს" კომპლექტში მოჰყვება ორი მაღალსიჩქარიანი ციფრული კამერა (250fps), რომელიც მის გვერდებზეა განთავსებული.როდესაც აპარატი აფიქსირებს მისკენ მიმავალ მფრინავ ობიექტს ეს კამერები ახდენენ სიჩქარის და სავარაუდო ტრაექტორიის გამოთვლას.შემდეგ "უნიტაზი" ისვრის შედარებით მცირე ზომის ბურთს, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მფრინავ ობიექტს მიმართულებას უცვლის.(ამ ყველაფრის ასე ახსნა ძალიან ძნელია, ამიტომ ქვევით თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო...)imageეს მაღალტექნოლოგიური შედევრი ეკუთვნის კომპანია "TOTO"_ს, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა "უნიტაზების" ინდუსტრიაში.

0
129
4-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0