x
image
ხიზანიშვილი
"ხსნა" არაყშია
image- ერთი ყუთი არყის დალევა პირდაპირ ასოცირდება სიკვდილთან, თუმცა ის შეიძლება წამალიც აღმოჩნდეს, მხოლოდ, განსაკუთრებულ შემთხვევაში.

- იტალიელმა ტურისტმა თავის მოკვლა სწორედ ავსტრალიაში მოგზაურობისას გადაწყვიტა და ერთი ბოთლი ანტიფრიზი დალია. ოცდაოთხი წლის ბიჭს "საგზური" ჯოჯოხეთში უკვე გამოწერილი ჰქონდა, მაგრამ ავსტრალიელმა ექიმებმა ის სიკვდილს ხელიდან გამოჰგლიჯეს, ერთი ყუთი არყის დახმარებით. ანტიფრიზით მოწამვლისას საუკეთესო ანტიშხამი სუფთა სპირტია, მაგრამ ავსტრალიის ერთ-ერთ ჰოსპიტალში სუფთა სპირტი რატომღაც არ აღმოაჩნდათ. ექიმებმა სასწრაფოდ იყიდეს ერთი ყუთი არაყი და სამი დღის განმავლობაში, ყოველ საათში 150-150 მილილიტრს ასმევდნენ უბედურ თვითმკვლელს, სანამ საბოლოოდ არ გაიწმინდა საწამლავისგან.

- კვირაში დაახლოებით ათას დოლარს ხარჯავდა ლუდში ავსტრალიელი მაიკლ ლური. ასე გრძელდებოდა ხუთი წლის განმავლობაში. პერიოდულად მაიკლს სიდნეის პოლიცია აჯარიმებდა, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის. როცა პოლიციამ ის მეშვიდედ დაიჭირა, სასამართლოში საქმე აღიძრა. ლუდის მოყვარულს 24 თვით აეკრძალა ლუდის დალევა. ასევე დაეკისრა ჯარიმა 10 000 დოლარის ოდენობით, რომელიც მას ლუდის სადისტრიბუციო კომპანიამ გადაუხადა "ერთგულებისთვის".

- ინგლისელ ენდრიუ ტორტონს ღრძილების დაავადება აწუხებდა. არც სტომატოლოგთან უნდოდა მისვლა და პირში არყის გამოვლებაზეც სასტიკი უარი განაცხადა. სამაგიეროდ, ტკივილი რომ გაეყუჩებინა, ცივი წყლის სმა დაიწყო და ორ დღეში ოცი ლიტრი დალია. მესამე დღეს ტორტონი ცუდად გახდა, ის კოორდინაციის დარღვევის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. მას მეტყველებაზეც გაუჩნდა პრობლემა. 24 საათში ტორტონი გარდაიცვალა წყლისგან მოწამვლით, ანუ სისხლში ელექტროლიტური სტრუქტურული ბალანსის დარღვევით. გაცილებით სჯობდა, უბედურს არაყი დაელია.






0
168
3-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0