x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
ცხოვრება ოკეანეში

imageრაც უფრო ღრმად ჩაეშვებით ოკეანეში, მით უფრო ბნელი და ცივია წყალი. ღრმა წყლების ბინადარ თევზებს სისხლში აქვთ სპეციალური ნივთიერება, რომელიც მათ გაყინვისაგან იცავს! 1000 მეტრ სიღრმეზე ბინადარი არსება ბრმაა, ამიტომაც მათ ყნოსვისა და შეხების შეგრძნება საუკეთესოდ აქვთ განვითარებული. დიდ სიღრმეზე საკვები ნაკლებია, ამიტომ აქ ბინადარი ორგანიზმები ძალიან ნელა იზრდებიან და ზედა წყლების ბინადრებს სიდიდით ჩამორჩებიან.


imageკიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ოკეანის სიღრმეში არსებობს, არის წყლის წნევა. წყლის უდიდესი მასისგან თავდასაცავად, ზოგიერთ წყლის ცხოველს სხეულის შიგნით მაღალი წნევა ახასიათებთ.
მოლუსკი ნაუტილუსი ოკეანის ზედა ზონაში ბინადრობს. ცურვას, წყლის ზედაპირზე ტივტივსა და ჩაყვინთვას იგი მის ნიჟარაში არსებული თხევადი აირით ახერხებს.

imageზედაპირული ზონა მდებარეობს წყლის ზედა 200 მეტრში. აქ ბინადრობს პლანქტონი, რომელიც თევზების, კალმარებისა და ვეშაპების საკვებია. აქ შევხვდებით ასევე მედუზებისა და კუების ჯგუფებს.


ოდნავ ქვემოთ, 200-1000 მეტრის სიღრმეზე განლაგებულია შუალედური ზონა. აქ ძალიან ცოტა სინათლეა და ძალიან ცივა, ტემპერატურა 5 გრადუს ცელსიუსს უდრის. ამ ზონაში ბინადრობენ სწრაფად მოცურავე ტევზები, მათ შორის: ზვიგენები, კრევეტები, რვაფეხები და კალმარები. ბევრს დიდი თვალები აქვს, რათა კარგად გაიკვლიონ გზა.
ღრმა (ბნელი) ზონა განლაგებულია 1000-4000 მეტრ სიღრმეზე. აქ ძალიან ცოტა საკვებია, არ არის სინატლე და ძალიან ცივა. აქ ბინადარი თევზების უმეტესობა საკუთარ სინათლეს გამოსცემს. ისინი იკვებებიან კრევეტებითა და კალმარებით, ან ერთმანეთს ჭამენ.
4000-6000 მეტრ სიღრმეზე მდებარეობს ძალიან ღრმა ზონა. აქ საკვები ძალიან ცოტაა, ამიტომ ამ ზონის ბინადარნი სხვებთან შედარებით პატარები არიან. უფრო ღრმა 11000 მეტრზე, მხოლოდ ანემონები და ჭიები ცოცხლობენ.


0
155
6-ს მოსწონს
ავტორი:FABIO
FABIO
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0