x
image
ბაჯაბაჯა
ქართველი გენიოსი .ლაშა მამულაშვილი "LashaKicks" ,

image არ გადავაჭარბებ და თამამადაც ვიტყვი, რომ სურათზე აღბეჭდილი ბიჭი, არის ქართველი გენიოსი, სულ რაღაც 18 წლის ლაშა "LashaKicks" მამულაშვილი.
შესაძლებელია, რომელიმე თქვენთაგანს სმენია მის შესახებ სხვადასხვა წყაროდან, ეს გამორიცხულიც არაა, რადაგან ბოლო პერიოდში რამდენიმე
რეპორტაჟი მომზადდა ქართული მუსიკალური არხის music box-ის მიერ, რომელიც ამ ახალგაზრდის მიღწევებს შეეხებოდა, კერძოდ კი იმ ფაქტს, რომ მის მიერ
შექმნილ მუსიკაზე, კლიპი გადაიღეს ამერიკის საუკეთესო მოცეკვავეებმა ROBERT HOFFMAN, TWITCH, MADD CHADD, & NICK WILSON BANGIN FOOTAGE, იგივე THE BANGERS, რომლებსაც თქვენ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოფილმიდან, STEP UP 1, 2, 3 da 4-დან იცნობთ.
ეს ყველაფერი არც ისე ადვილი ყოფილა, ლაშა თავიდან ცეკვით იყო
გატაცებული და საკმაოდ მაღალ საფეხურებსაც მიაღწია, დაახლოებით ბოლო 1 წელიწადია მან მუსიკის კეთება გადაწყვიტა და ამ სფეროშიც ძალიან მაღალ მწვერვალებს მიაღწია. დღეისათვის იგი Budapest Film Academy-ში სწავლობს და იქ აგრძელებს თავის მუსიკალურ მოღვაწეობას. აწყობს წვეულებებს საკმაოდ პოპულარულ კლუბებში და არც აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას.
ამ წუთისათვის კი იღებს მონაწილეობას საკმაოდ დიდ კონკურსში, რომლის მეშვეობითაც მას აქვს შანსი მსოფლიოს გარშემო უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს და კიდე უფრო წინ წაიწიოს კარიერაში. ამაში კი მას რა თქმა უნდა ჩვენი დახმარებაც სჭირდება, ახლა მე დავდებ ზემოთხსენებულ ვიდეოს, რომელიც THE BANGERS-მა გადაიღო მის მუსიკაზე და შეაფასეთ. ასევე ჩემი დიდი თხოვნა იქნება თუ http://www.indabamusic.com/submissions/show/143581 ამ ლინკზე გადახვალთ და მას მისცემთ ხმას... თითოეული ხმა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის... მე მადლობელი ვარ ყურადღებისთვის და თუ თხოვნასაც ამისრულებთ, ორმაგად მადლიერი დაგრჩებით.

imageimage

24
2051
20-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
2051
  
2013, 18 იანვარი, 23:21
მიხარია, რომ მოგწონს
2013, 18 იანვარი, 22:28
კიი რატომაც არა, ძალიან კარგი მუსიკა შექმნაა! :)
2013, 17 იანვარი, 10:40
არა ნამდვილად არ მწყინს, პირიქით მიხარია ყურადღება, რომ მიიქცია ამ ადამიანმა ...
2013, 17 იანვარი, 0:17
არაფრის, რისი მადლობა...:)) მე მართლა ძაან მომეწონა მისი მუსიკა, მარა გენიოსს ვერ ვუწოდებ და იმედია არ გეწყინება, რადგან ჯერ კიდევ უნდა შექმნას ერთი-ორი ეგეთი დონის მუსიკა, რომ ირწმუნოს პუბლიკამ მისი ძალა და ნიჭიი! :)
2013, 16 იანვარი, 21:26
მას 31 დეკემბერს ჩატარებულ trashparty-ზე უთხრეს, რომ თუ ასე გააგრძელებს სკრილექსსაც კი აჯობებს, შოუს მხირვ გაცილებით უკეთესი ხარო ესეც კი თქვეს... ამიტომ, ჩემთვის ეს ადამიანი, გენიოსია... :) ყურადღებისთვის მართლა დიდი მადლობას მოგიხდი .
2013, 16 იანვარი, 21:20
ნამდვილად კარგია, მარა გენიოსობაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა ნამდვილააად!.. :))
2012, 29 ნოემბერი, 10:05
თქვენი ნებაა რას დაარქმევთ, ზოგისთვის უნიჭოც შეიძლება იყოს... ჩემთვის გენიოსია, იმიტომ, რომ ვიცი როგორ და საიდან მიაღწია ამდენს... უბრალოდ ნიჭიერი ამდენს ვერ გაქაჩავდა ... არ გედავები. მიხარია ყურადღება, რომ გამოიჩინე, მადლობელიც ვარ , იმედია ხმაც მიეცი . უბრალოდ მე ჩემი აზრი გაგიზიარე...
2012, 29 ნოემბერი, 9:39
უბრალოდ ნიჭიერი ადამიანეია.. გენიოსობის კი რა გითხრა..
2012, 25 ნოემბერი, 17:14
ეგ შენი აზრია.. :)
2012, 25 ნოემბერი, 17:12
გენიოსი ნამდვილად არ არი,თავისი საქმის პროფესიონალია და უბრალოდ ჭკვიანი ადამიანი,გენიოსი ეს უკვე სხვა რამეაა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10