x
image
თეონა ასტამაძე
ცნობილი დიჯეი საქართველოშია
image მსოფლიოში ერთ ერთი ცნობილი დიჯეი საქართველოშია. ჰიტს, რომელმაც აღიარება მოუტანა ოლივერ კოლეტსკი ახლა ქართველი მსმენელისთვის შეასრულებს.

კლუბური მუსიკის შემქმნელი თბილისს უკვე მეორედ, ამჯერად მეუღლის გარეშე ესტუმრა. პირველად დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა . მაშინ თვითონ უკრავდა, მისი მეუღლე კი მღეროდა,

ამჯერად იგი დიჯეის რანგში იმყოფება. ორსაათნახევრიანი პროგრამა ახალი ალბომიდანაა შერჩეული, თუმცა ძველი ჰიტებიც აჟღერდება. ოლივერმა ტურნე თბილისიდან დაიწყო.

ოლივერ კოლეტსკი მუსიკას ღრმა ბავშვობიდან ეზიარა, დაკვრა 12 წლიდან დაიწყო. გერმანიაში მშობლიურ ქალაქში 18 წლიდან სხვადასხვა კლუბებში უკრავდა. პოპულარობაც მალევე მოიპოვა. სწავლა ბერლინში ჰუმბოლტის უნივერსიტეტში განაგრძო. შემდეგ შექმნა 14 სინგლი და 4 ალბომი, რომელიც სხვადასხვა დროს პრესტიჟული ჰიტ აღლუმების სათავებში მოექცა.


ის ფლობს უამრავ მუსიკალურ ინსტრუმენტს და იყენებს სხვადასხვა მუსიკალურ მიმდინარეობას.

როგორც თავად ამბობს ჰიტი "Hipnotized " მისი კარიერისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა .ჰიტი 2009 წელს შეიქმნა და მსოფლიო აღიარება გამოსვლისთანავე მოიპოვა.

კრიტიკოსები ამბობენ რომ ჰიპ-ჰოპის, როკისა და პოპის ელემენტებით მუსიკოსმა მელომანებს სრულიად ახალი, ჰაუსის ტიპის მუსიკა შესთავაზა.კოლეტსკიმ 2009 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი "Oliver Koletzki " მეუღლესთან ერთად, ის ასევე აქტიურად ზრუნავს ახალგარდა დამწყებ მუსიკოსებზე.

თბილისური შემდეგ მუსიკოსი ციურიხში გაემგზავრება.


2
87
28-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
87
  
2012, 15 დეკემბერი, 2:27
ნამდვილაად
2012, 23 ნოემბერი, 23:30
ძალიან ძალიან მაგარი კაცია
0 1 2