x
image
saba_
ილია II-ის სიტყვები

image1) მტრებს ეგონათ, რომ საქართველოს ეკლესია უკვე მალე ჩაესვენება და დამთავრდება ისტორია საქართველოს ეკლესიისა, მაგრამ განგებამ ღვთისამ მკვდრეთით აღადგინა საქართველოს ეკლესია და ჩვენ ვმადლობთ უფალს.
2) ყოველმა ჩვენგანმა თავის თავს უნდა ჰკითხოს:ანათებს თუ არა იგი და ათბობს თუ არა ადამიანებს.თუ იგი პირიქით იქცევა და გარშემო მყოფთ ზღუდავს და აბრკოლებს, მაშინ მარცხენა ადგილს, ანუ საუკუნო წარსაწყმედელს დაისაკუთრებს.
3) მხოლოდ ტკივილითა და ჩვენს თავში ჩაღრმავებით მოვიპოვებთ სიმდაბლეს, რაც არის სათავე წინსვლისა.

4) პირველ ეტაპზე, ამპარტავანნიც ღვთისადმი მადლიერებას სიტყვით გამოხატავენ, გულში კი მხოლოდ საკუთარ თავს განადიდებენ.შემდგომ საფეხურზე მათ არათუ თავისი ღვაწლის წარმოჩენა "ერიდებათ", არამედ, სხვათა დამსახურებასაც ხშირად საკუთარ თავს მიაწერენ:ამცირებენ გარშემომყოფთ, აზვიადებენ ყველაფერს და ითხოვენ გამორჩეულ პატივს.გულწრფელი აღსარება მათთვის თითქმის უჩვეულო რამაა.

5) პირველი მაგალითი თავმდაბლობისა და სიყვარულისა, ადამიანებს მაცხოვარმა უცვენა, როდესაც თავისი ჯვარცმის წინა დღეს მასთან მყოფ მოწაფეებს ფეხები დაბანა.

6) მწუხარებით, გაჭირვებით, ფიზიკური და ინტელექტუალური ყოველდღიური შრომით ადამიანი სულიერად იწრთობა და მის გულში ნათელსა და ბნელს შორის მიმდინარე ბრძოლის პროცესიც სასურველი გამარჯვებით მთავრდება.ამიტომაც განსაცდელს და სხვადასხვა სიძნელეს არ უნდა შევუშინდეთ.უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მათი დაძლევითა და ჩვენი სულიერი ამაღლებით შევძლებთ გავხდეთ მკვიდრნი ზეცისანი, ოღონდ დრო არ უნდა დავკარგოთ.

7) რა თვისებები განასხვავებთ ამპარტავანთ და თავმდაბალთ?თუ ამპარტავანი თავის ნაკლოვანებებს საერთოდ არ ხედავს ან როგორც უმნიშვნელოს, ისე წარმოაჩენს(არ არის გამორიცხული, იქმდეც კი მივიდეს, რომ ამით იამაყოს);თავმდაბალი მცირე ცოდვასაც მტკივნეულად განიცდის, წუხს და არ მალავს მას, არც მოძღვართან, არც ადამიანების წინაშე.

8) როცა ადამიანი დიდებაშია, უნდა შეინარჩუნოს თავმდაბლობა და მადლობა შესწიროს უფალს და როცა ადამიანი დამცირებულია, ასევე, მადლობა უნდა შესწიროს უფალს.

9) როცა ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, მონასტერში ან ერში მოღვაწეობით მადლს მოიპოვებს და საკუთარი თავით აღფრთოვანებულს სულში ამპარტავნება შეეპარება, მას თავისი თავი უკვე სრულყოფილად წარმოუდგენია და შეიძლება პრეტენზია სასწაულების ჩადენაზეც კი განაცხადოს.სინამდვილეში კი, სწორედ მაშინ, როცა ადამიანი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მან რაღაცას მიაღწია, მისი დაცემა იწყება, რადგან ამპარტავნების უმძიმესი ცოდვისაგან განთავლისუფლება ხშირად შეუძლებელი ხდება.

10) რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, მით უფრო მეტი მადლი ეძლევა უფლისაგან.თავმდაბალი უნდა ვიყოთ ყველას მიმართ და არა მხოლოდ უფროსებისა და მშობლების მიმართ.

2
336
6-ს მოსწონს
ავტორი:saba_
saba_
336
  
2013, 1 მარტი, 20:46
რაც მთავარია ჯანმრთელობა ქონდეს :))
2013, 1 მარტი, 14:52
დიდებული ადამიანია , ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი
0 1 2