x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
შუმახერმა გერმანელები გაანაწყენა

image
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტსმენმა თავისი ნამდვილი სამშობლო დაივიწყა? მიხაელ შუმახერი ღიად ამბობს, რომ გერმანია მისი სამშობლო აღარაა. 42 წლის შუმახერი რომელიც ჰიურტში დაიბადა და კიოლნთან ახლოს მდებარე დაბა კერპენში გაიზარდა, ინტერვიუში ამბობს: "შვეიცარია ჩემი ერთადერთი სამშობლოა." მართალია მიხაელი 15 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს მაგრამ გერმანელები აქმდე მაინც დარწმუნებული იყვნე იმაში, რომ სამშობლოდ გერმანიას მიიჩნევდა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ფორმულა 1-ში ამ განცხადებას ასე ხსნის: "შვეიცარია ჩემი ერთადერთი სამშობლო იმიტომაცაა, რომ დიდი ხანია, აქ ვცხოვრობ, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ შენი სამშობლო იქ არის სადაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობ და ჩემთვის ასეთი ადგილი ჟენევის ტბასთანაა. შვეიცარია ჩემთვის ჰარმონიასთან ასოცირდება." კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა თავს გერმანელად, შუმახერი ასე პასუხობს: "რა თქმა უნდა, გერმანელი ვარ. გერმანული პასპორტი მაქვს და გერმანიაში ჩასვლა ყოველთვის მიხარია."
image

image

2
41
21-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
41
  
2012, 22 ნოემბერი, 16:52
მადლობა!
2012, 22 ნოემბერი, 13:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2