x
image
saba_
რომის პაპს ზედმეტი მოუვიდა

imageრომაული ეკლესიის სწავლებით, რომელიც მეცამეტე-მეთოთხმეტე სს-ში აღმოცენდა, ადამიანის დაგასარჩენად, ჩადენილი ცოდვების რაოდენობისა და სიმძიმის გათვალისწინებით, საკმარისია კეთილ საქმეთა გარკვეული რაოდენობა;კათოლიკური ეკლესიის სწავლებით თითქოს წმიდანებს გაკეთებული ჰქონდათ იმაზე მეტი კეთილი, მადლის მიმნიჭებელი და ღირსეული საქმე, ვიდრე ეს ერთი ადამიანის ცხონებისათვის იყო საჭირო;მადლის "მეტობა" ქმნის გარკვეულ "კეთილ საქმეთა საგანძურს" და ამიტომ პაპს შეუძლია ამ წმიდანების ზედმეტი ქველმოქმედება მისცეს ყველა მას, ვისაც არ ჰყოფნის და სჭირდება;ანუ პაპს აქვს უფლება, თავისი პირადი შეხედულებით, წმიდანების ეს "ზედმეტი" მადლი ცოდვილებს "გადაუნაწილოს".
ამ ცდომილებამ წარმოშვა ინდულგენცია-ცოდვილთა გათავისუფლება სასჯელისაგან წმიდანთა "ზედამსახურების" ხარჯზე;თავდაპირველად ინდულგენცია ეძლეოდათ ჯვაროსნებს, შემდეგ ეკლესიის წინაშე დამსახურებულ პირებს, ბოლოს იყიდებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში ახლაც იყიდება ფულზე-დადგენილია თუ რომელი ცოდვის გამოსასყიდად რა რაოდენობის თანხაა საჭირო.მათი შეძენა შეუძლია ყველას, იმის მიუხედავად თუ რა ცოდვა აქვს ჩადენილი.

2
477
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:saba_
saba_
477
  
2013, 22 მარტი, 15:31
ვისაც როგორ უნდა ისე ჭრის და კერავს :)))
0 1 2