x
image
ახალი თაობა
საინტერესო კითხვები და პასუხები

1 კითხვა:რა შემთხვევაში შეიძლება ყინული გახდეს გამხურებელი?

როცა სხეულს ექნება ყინულის ტემპერატურაზე უფრო დაბალი ტემპერატურა.


2 კითხვა: რატომაა შეუძლებელი ცეცხლმოდებული ნავთის წყლით ჩაქრობა?


ნავთი იტივტივებს წყლის ზედაპირზე და გააგრძელებს წვას.


3 კითხვა:რა შემთხვევაშია უფრო საშიში დენიანი გამტარის შეხება, სველი თუ მშრალი ხელებით?

სველი ხელით, რადგან ტენი ხელებზე შეიცავს მარილებს, რომლებიც დისოციაციის დროს ქმნიან იონებს, რის შედეგადაც კარგი გამტარი ხდება.


4 კითხვა:ვეშაპი წყალში ცხოვრობს, მაგრამ სუნთქავს ფილტვებით, მიუხედავად ამისა, ხმელეთზე იგი ერთ საათსაც ვერ გაძლებს, რატომ?

ვეშაპის მასა 90-100 ტონამდეა.წყალში ეს მასა ნაწილობრივ გაწონასწორებულია ამომგდები ძალით.ხმელეთზე კი ასეთი დიდი მასის ზემოქმედების გამო ვეშაპს ეკუმშება სისხლძარღვები, რის გამოც ეკეტება სასუნთქი გზები და იღუპება.


5 კითხვა:როცა ძალიან ყინავს, ჩიტებს ფრენისას უფრო სცივათ, ვიდრე როცა სხედან, რატომ?

ცივ ჰაერში ფრთების ქნევის დროს ხდება სითბოს გაძლიერებული გადაცემა გარემოზე.ზოგჯერ სითბური დანაკარგი იმდენად დიდია, რომ ფრენისას ჩიტი იყინება.


6 კითხვა: მეხი უფრო ხშირად მუხას აზიანებს, რატომ?

იმიტომ, რომ მუხას აქვს მიწაში ღრმად გადადგმული ფესვები, რომლითაც კავშირი აქვს წყლიან ნიადაგთან.როდესაც დაელექტროებული ღრუბელი მუხის წვეროს შეეხება, მუხტები უშუალოდ მიწაში გადადიან.


7 კითხვა:არის შემთხვევა, როდესაც ელექტროგადამცემ სადენზე მჯდომი ჩიტი იღუპება.რა შემთხვევაში ხდება ეს?

ჩიტი იღუპება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი შეეხება ბოძს ფრთებით, კუდით ან ნისკარტით.

11
6698
7-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
6698
  
2014, 1 თებერვალი, 15:42
მაინტერესებს როგორ გავიგო სალარო აპარატის ჩეკის მიხედვით რა სახის საქონელი ვიყიდე??მაგალითად სიგარეტი,სანთებელა,უალკოჰოლო სასმელები,ძეხვი და ა.შ. ანუ სად აწერია ჩეკზე პროდუქტის სახეობა???ან კოდი ამ პროდუქტის იდენტიფიკაციის??გთხოვთ დამეხმაროთ
2012, 16 ნოემბერი, 0:42
გაიხარე))
2012, 16 ნოემბერი, 0:40
მადლობის ნიშნად:)
2012, 16 ნოემბერი, 0:38
რა გაცინებს მართლა :)
2012, 16 ნოემბერი, 0:36
ყველაზე მაგრები ხართ ამ საიტზე,
2012, 16 ნოემბერი, 0:36
გაიხარე :)
2012, 16 ნოემბერი, 0:34
ეს ბევრად მშვენიერია:)
2012, 16 ნოემბერი, 0:34
რაც არი არი, იმას მაინც ჯობია :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10