x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ბიჭი, რომელიც კომპიუტერთან ჯდომამ მოკლა
image


18 წლის ტაივანელი ბიჭი სახელად ჩუანგი ინტერნეტ კაფეში ცალკე ოთახში განმარტოვდა.

მას უნდოდა ხელის შეშლის გარეშე ეთამაშა საყვარელი კომპიუტერული თამაში ''Diablo 3''. ''Diablo 3'' საკმაოდ დაძაბული პოპულარული ვიდეო თამაშია.

პარასკევიდან მოყოლებული შეუსვენებლად თამაშობდა. ინტერნეტ კაფის თანამშრომელი კვირა დილით მის ოთახში შევიდა და მძინარე ჩუანგი დაინახა. ტაივანელმა ბიჭმა გაიღვიძა, ადგა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და უსულოდ დაეცა.




მედიკოსები ზუსტ დასკვნებს ვერ აკეთებენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ სიკვდილის შესაძლო მიზეზი კომპიუტერთან 40 საათი შეუსვენებლად ჯდომაა. ერთ პოზიციაში ჯდომამ გამოიწვია კარდიოვასკულარული პრობლემები ან ფატალური თრომბი.

ასეთი შემთხვევა წელს კიდევ დაფიქსირდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი 23 საათი კომპიუტერთან ჯდომის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

ექიმები გვირჩევენ, რომ კომპიუტერთან გატარებული დრო მკაცრად გავაკონტროლოთ.

5
2510
11-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
2510
  
2016, 5 ივნისი, 18:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 13 დეკემბერი, 20:43
,,ექიმები გვირჩევენ, რომ კომპიუტერთან გატარებული დრო მკაცრად გავაკონტროლოთ." . მეგონა ამ სიტყვებით ამბობდი, რო ეს ბიჭი კომპმა მოკლაო და :D
2012, 13 დეკემბერი, 20:35
კი ვიცი :) მიწერია სტატიაში, რომ 40 საათი ერთ პოზიციაში ჯდომამ კარდიოვასკულარული პრობლემები გამოიწვია, მაგრამ კომპიუტერსაც, რომ დიდი ზიანი მოაქვს მაგას რად უნდა ლაპარაკი
2012, 13 დეკემბერი, 13:45
მართალია. მაგრამ კომპთან ჯდომა არაფერ შუაშია. უბრალოდ 23 საათი ერთ პოზაში რო ხარ, ეგ იწვევს მაგას. თორე მე მასე ლოგინზე მიდევს კომპი და მაგიდაზე აღარც ვჯდები. სხვათაშორის საკმაოდ დიდხანს . . .
2012, 15 ნოემბერი, 20:09
რაამბავია 23 საათი კომპიუტერთან ხამიკია თუ რა ჯანდაბაა .. იმ 40 საათზე რამეს არ ვამბობ)
0 1 5