x
image
Soffia
ლილო მოლი დაიწვა!

image დილის 7 საათზე, ლილოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა და ცეცხლი დაახლოებით 700 კვადრატულ მეტრს მოედო. დამწვარია ოცდახუთ მაღაზიაზე მეტი. გამოძიება უკვე დაწყებულია, მაგრამ წინასწარი მოკვლევით დგინდება, რომ ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი გაუმართავი ელექტრო სადენებია, ხოლო პირველი კერა ტანსაცმლის ერთი მაღაზია. ხანძრის დროს იქ მყოფ მყიდველებსა და მოვაჭრეებს სერიოზული საფრთხე შეექმნათ და მათი სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლის ჩაქრობას ნახევარი საათი დასჭირდა. ადგილზე 25 სახანძრო და სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. თბილისის საგანგებო სიტუაციების ცენტრის უფროსის, თემურ გიორგაძის განცხადებით მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ იმ დროისათვის იყო ძლიერი ქარი და ამან ცეცხლის გაძლიერებას შეუწყო ხელი. ასევე ხანძრის ჩაქრობის ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ისიც, რომ ტერიტორიაზე მაღაზიები ძალიან ახლო ახლოს არის განთავსებული და მუშაობა გართულდა. დიდი საფრთხე იყო იმისა, რომ ხანძარი სწრაფადვე უფრო დიდ ფართობზე გავრცელებულიყო. ზარალი საკმაოდ დიდია თუმცა კონკრეტული რიცხვი ჯერ არ სახელდება. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტები. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის, მაგრამ დაზარალებულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ბანკებიდან სესხები აქვთ აღებული და ახლა კი უკვე აღარანაირი საშუალება არ გააჩნიათ მუშაობის, მათი საქონელი სრულიად განადგურებულია.

6
81
6-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
81
  
2012, 15 ნოემბერი, 19:53
ბანკი არც მიცემს, მთავრობა თუ მიცემს თორე
2012, 15 ნოემბერი, 19:52
რა ვიცი... არა მგონია მაინც ... თუ დამტკიცდება, რომ ადმინისტრაციის გამო მოხდა ეს ყველაფერი მაშინ კიდევ არის შანსი რომ აუნაზღაურონ... ბანკი არამგონია შევიდეს მდგომარეობაში. გადაუვადონ მაინც სესხები :(
2012, 15 ნოემბერი, 19:47
საწყალი ხალხი თუ არ აუნაზღაურეს ყველაფერი
2012, 15 ნოემბერი, 19:26
ჰოო:(
2012, 15 ნოემბერი, 19:19
ძალიან შემეცოდნენ მართლა... :( ვინ იცის ისედაც რა პრობლემები ქონდათ და ეხლა სულ დაეწვათ ყველაფერი
2012, 15 ნოემბერი, 19:18
უიმეეე:(
0 1 6