x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
თუთიყუში ციხეში ჩასვეს
image რამდენიმე კვირის წინ, არგენტინის ერთ-ერთ ციხეში უჩვეულო პატიმარი "ჩაამწყვდიეს". საქმის გარკვევამდე, თუთიყუშმა პეპომ ციხეში ხუთ დღე დაჰყო.

ორმა მეზობელმა, მაჩადომ და ვეგამ, მოლაპარაკე თუთიყუში ვერაფრით გაიყვეს. იმის გამო, რომ ფრთოსნის დათმობას არც ერთი მეზობელი არ აპირებდა, მათ პრობლემის მოგვარება მიუკერძოებელ ინსტანციაში - სასამართლოში გადაწყვიტეს.

საქმის განხილვის შემდეგ, მოსამართლე ოსვალდო კარლოსმა განაჩენი გამოიტანა, რომლის თანახმადაც თუთიყუში ციხეში მანამდე უნდა ჩაესვათ, სანამ ფრიველი ნამდვილი პატრონის სახელს თავად არ გაამხელდა.

ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ, პეპოს როგორც იქნა პატრონის სახელი აღმოხდა: მან მაჩადო დაასახელა. ამასთანავე, თუთიყუშმა საყვარელი საფეხბურთო გუნდის ჰიმნიც "წაიმღერა". " ვიცოდი, რომ პეპო არ მიღალატებდა. ის ნამდვილი მეგობარია, ჩვენ ერთი გუნდის გულშემატკივრები ვართ", - აღნიშნა ბატონმა მაჩადომ.


დამარცხებული მეზობელი პოზიციების დათმობას არ აპირებს და სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. მისი განცხადებით, მეზობელი თუთიყუშს ლუდს ძალით ასმევს, ფრინველის ჯანმრთელობისთვის საზინო ჩიფსებს ძალით აჭმევს და ყოველ საღამოს ტელევიზორში ფეხბურთის მატჩებს აყურებინებს.

1
162
7-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
162
  
2012, 15 ნოემბერი, 1:38
magari kacia mec myavs tutiyushi oxond patara isic laparakobsს
0 1 1